COVID-19 - ბოლო ცნობები

გურიაში მოძრავი „სასურსათო მაღაზიები" ამუშავდა

სოფლის მოსახლეობას პროდუქტებისთვის რაიონულ ცენტრში ჩასვლა აღარ მოუწევს. საქონელს მათ პირდაპირ სახლის ჭიშკართან მიუტანენ.
Sputnik

თბილისი, 7 აპრილი – Sputnik. გურიაში სოფლის მცხოვრებლებს პროდუქტებს პირდაპირ სახლთან მიუტანენ, იუწყება პირველი არხი.

იმ სოფლებში, სადაც არ არის მაღაზიები, ხოლო ადგილობრივ მოსახლეობას ტრანსპორტით გადაადგილების საშუალება არა აქვს, მოსახლეობას ადგილზე მოემსახურება მოძრავი „სასურსათო მაღაზია“.

საქართველოში ვირუსის შიდა გადაცემის ფაქტები იზრდება – ბოლო მონაცემები>>

მოძრავი „სასურსათო მაღაზიები“ რეგიონის სამივე – ლანჩხუთის, ჩოხატაურისა და ოზურგეთის რაიონებში კვირაში ორჯერ გამოჩნდება.

თბილისში დღეიდან ყველა აგრარული ბაზარი დაიკეტა

კორონავირუსის გავრცელების აღსაკვეთად საქართველოში 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი მოქმედებს. ქვეყნის ტერიტორიაზე დროებით დაკეტილია ყველა სავაჭრო ობიექტი. მუშაობენ მხოლოდ აფთიაქები, სასურსათო მაღაზიები, ზოომაღაზიები, საწყობები, აგრარული ბაზრები, ცხოველთა ბაზრები, სასუქის მაღაზიები, საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიები, ასევე ბენზინგასამართი სადგურები.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინიფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 195-ს მიაღწია. აქედან გამოჯანმრთელდა 39, გარდაიცვალა – ორი, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4708 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 370 პაციენტია.