ყვითელი ამბები

„ხშირად ვფიქრობ ამ საშინელ დამთხვევაზე... ვიქნებით წყალზე და პურზე“ – ხატია სიჭინავა

ყოფილი ტელეწამყვანი სამი შვილის დედაა და მეოთხეს ელოდება. ნახეთ, რა გადაწყვეტილება მიიღო და რის გაკეთებას აპირებს ჟურნალისტი.
Sputnik

თბილისი, 6 აპრილი – Sputnik. ყოფილი ტელეწამყვანი ხატია სიჭინავა სოციალურ ქსელში წერს, რომ რადგან კორონავირუსის საფრთხის გამო ოჯახთან ერთად აღდგომის დღესასწაულზე ტაძარში ვერ მივა, გადაწყვიტა, მძიმე მარხვა დაიცვას და ოჯახის ყველა წევრი აღდგომამდე ბოლო ერთი კვირა მხოლოდ წყალზე და პურზე იყოს.

ჟურნალისტი ხატია სიჭინავა და სპორტსმენი რამაზ ნოზაძე სამი შვილის მშობლები არიან. ხატიას და რამაზს ჰყავთ სამი ქალიშვილი, რომელთა აღზრდაშიც ძიძა ეხმარებათ, თუმცა ხატია ბავშვებს ყურადღებას არასდროს აკლებს. ახლა წყვილის ოჯახში სასიამოვნო სიახლეა – ისინი მეოთხე შვილს ელოდებიან. წყვილი ვაჟს ელოდება.

ხატია საკუთარი ორსულობის ამბავს დიდხანს არ ამხელდა, თუმცა ახლა სოციალურ ქსელებში მუცელს აღარ მალავს. ხატია სიჭინავა გათხოვების შემდეგ ნამდვილ ოჯახის ქალად გადაიქცა და მთელ დროს მხოლოდ მას უთმობს. ხატიას პირადი ბიზნესიც აქვს, თუმცა მისთვის წინა პლანზე ქმარ-შვილი და ოჯახის დანარჩენი წევრები არიან.

წყვილის სიყვარულის შესახებ საზოგადოებამ გადაცემა „პროფილიდან“ შეიტყო, როდესაც ორსულმა ხატიამ განაცხადა, რომ ორწლიანი რომანის შემდეგ შვილს რამაზ ნოზაძისგან ელოდებოდა, ბოროტი ენების გამო კი ისინი ერთად აღარ იყვნენ. თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ იყო ქორწილი და ახლა ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და ბედნიერ წყვილად ითვლებიან.