COVID-19 - ბოლო ცნობები

მაისამდე გაუძელით: მედიცინის პროფესორი პანდემიის მალე კლებას პროგნოზირებს

პროფესორის თქმით, ის ფაქტი, რომ საქმე სერიოზულ ეპიდემიასთან ჰქონდათ, ზოგმა ქვეყანამ გვიან გაიაზრა, რის გამოც ისინი სხვებზე მეტად დაზარალდნენ
Sputnik

თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა პიკს მაისის დასაწყისში მიაღწევს და თვის ბოლოს შეზღუდვების ნაწილის მოხსნა იქნება შესაძლებელი, განაცხადა РИА Новости–სთან საუბრისას თურქმა პულმონოლოგმა, სტამბულის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის პროფესორმა ზეკი კილიჩასლანმა. 

ჩინეთის წამყვანი ეპიდემიოლოგი COVID 19-ის პანდემიის შეწყვეტის თარიღს ასახელებს

„მსოფლიო მასშტაბით პანდემია პიკს მაისის დასაწყისში მიაღწევს, რის შემდეგაც დაავადებათა მრუდი დაბლა დაეშვება. მაისი მეორე ნახევრიდან შეზღუდბვების ნაწილი ეტაპობრივად მოიხსნება, თუმცა გარკვეული აკრძალვები დიდი ხნის განმავლობაში იქნება შენარჩუნებული“, — განაცხადა პროფესორმა.

კილიჩასლანის თქმით, ის ფაქტი, რომ საქმე სერიოზულ ეპიდემიასთან ჰქონდათ, ზოგმა ქვეყანამ, მაგალითად, იტალიამ და შეერთებულმა შტატებმა, გვიან გაიაზრა. შესაბამისად, ეს ქვეყნები სხვებზე მეტად დაზარალდნენ.

აღსანიშნავია, რომ მანამდე მსგავსი პროგნოზი გააკეთა ჩინეთის წამყვანმა ეპიდემიოლოგმა ჩჟუნ ნანშანმაც, რომელმაც პანდემიის კლების თარიღად აპრილის ბოლო დაასახელა.  

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ვირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე მსოფლიოში სულ 1 289 380 ადამიანია ინფიცირებული. აქედან გარდაიცვალა 70 590 და განიკურნა 270 372 კაცი.