COVID-19 - ბოლო ცნობები

აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 641 შეადგინა

ამჟამად აზერბაიჯანის ტერიტორიაზე საგანგებო რეჟიმის საავადმყოფოებში მკურნალობას განაგრძობს 590 პაციენტი
Sputnik

თბილისი, 6 აპრილი - Sputnik. აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი“.

აღსანიშნავია, რომ 12 ადამიანი გამოჯანმრთელდა და კლინიკიდან გაეწერა.

„წითელი ხიდი“ აზერბაიჯანის საზღვარზე მუშაობის საათებს ამცირებს

აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტთან მოქმედი ოპერატიული შტაბის ცნობით, დღემდე დარეგისტრირებულია ინფიცირების 641 შემთხვევა. მათგან 44 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 7 გარდაიცვალა. ამჟამად საგანგებო რეჟიმის საავადმყოფოებში მკურნალობას განაგრძობს 590 ინფიცირებული. 11 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა, 17-ის - საშუალო სიმძიმის, დანარჩენების - სტაბილური.

კორონავირუსული ინფექციით დაავადებულთა გამოსავლენად ქვეყანაში 45 ათასზე მეტი ტესტი გაკეთდა.

ამჟამად კარანტინში 4369 ადამიანი იმყოფება.