წვიმა, თოვლი, ნისლი – სინოპტიკოსები ცივ ამინდს პროგნოზირებენ

საქართველოს მთელ ტერიტორიაქზე 7–8 აპრილს ცივი და წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი – ღამით ჰაერის ტემპერატურა პლუს ორი გრადუსი იქნება.
Sputnik

თბილისი,  6 აპრილი — Sputnik. აღმოსავლეთ საქართველოში აცივდება – კავკასიის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან 7–8 აპრილს მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, ნათქვამია გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში. 

როგორი ამინდი იქნება თბილისში ოთხშაბათს, 8 აპრილს

7 აპრილს ნავარაუდევია ნალექი ბარში წვიმის, მთაში თოვლის სახით და ნისლი.

„შიდა ქართლსა და კახეთში მოსალოდნელია ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება ბარში მინუს 2,-4, მთაში მინუს 4,-6 გრადუსამდე. უარყოფითმა ტემპერატურამ შესაძლებელია ყვავილობის ფაზაში მყოფი ხეხილის და საშემოდგომო ხორბლის ნათესების დაზიანება გამოიწვიოს“, – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში ოთხშაბათს ქარის სიჩქარე წამში 20–25 მეტრი იქნება.

ყაზბეგში სამშაბათს მოსალოდნელია თოვლი და ნისლი, ოთხშაბათს კი გამოიდარებს – ღამით ჰაერის ტემპერატურა იქნება მინუს 5, ხოლო დღისით – პლუს 6 გრადუსი.
მესტიაშიც მოსალოდნელია უნალექო ამინდი  – ღამით იქნება მინუს 7, ხოლო დღისით – პლუს 19 გრადუსი.

სინოპტიკოსები ხანმოკლე წვიმას პროგნოზირებენ ბათუმშიც – ღამით იქნება პლუს 9, ხოლო დღისით – პლუს 15.

საქართველოს დედაქალაქში 7–8 აპრილს ნალექია ნავარაუდევი. თბილისში ღამით პლუს 2 გრადუსი, დღისით პლუს 6 გრადუსი იქნება.