თელავში აგრარული ბაზარი დაიხურა

ბაზარში ჩატარებული სადეზინფექციო სამუშაოების და გაფრთხილების მიუხედავად, ობიექტის დახურვის გადაწყვეტილება მიიღეს
Sputnik

თბილისი, 5 აპრილი – Sputnk. თელავის აგრარული ბაზარი ხვალიდან დროებით დაიხურება, რეკომენდაცია სურსათის ეროვნულმა სააგენტომ და ბაზრის ადმინისტრაციამ მიიღო და ბაზრის მოვაჭრეებიც გააფრთხილეს, ინფორმაციას „პირველი არხი“ ავრცელებს.

COVID-19 საქართველოში: ოზურგეთში აგრარული ბაზარი დაიხურა

მოვაჭრეები ამბობენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჰიგიენის ნორმები დაცული იყო და დეზინფექციაც ყოველდღე ტარდებოდა, მოქალაქეებიდან ბევრი არ იცავდა დისტანციას, სავარაუდოდ, სწორედ ამის გამო მიიღეს გადაწყვეტილება.

ჯერ უცნობია, რამდენი ხნით დაიკეტება თელავის აგრარული ბაზარი.

როგორ აისახება საქართველოს ეკონომიკაზე პანიკა ნავთობის მსოფლიო ბაზარზე>>

საქართველოს მთავრობამ 31 მარტიდან ქვეყანაში საყოველთაო კარანტინის რეჟიმი დააწესა. ასევე ამოქმედდა კომენდანტის საათი 21:00-დან 06:00 საათამდე. 21 მარტიდან საქართველოში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 170 დადასტურებული შემთხვევაა. მათ შორის გამოჯანმრთელდა - 36,  გარდაიცვალა ორი ადამიანი. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 330 ადამიანი იმყოფება.