საჩხერის მერის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდა

საჩხერის მერის მეუღლე საჩხერის სამედიცინო ცენტრში ინფექციონისტად მუშაობს და სავარაუდოდ კორონავირუსი მას პაციენტისგან გადაედო.
Sputnik

თბილისი, 5 აპრილი - Sputnik. საჩხერის მერის მეუღლე კორონავირუსით არის ინფიცირებული, განუცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხს მისმა მეუღლემ, ბენიამენ ფალავანდიშვილმა.

საჩხერის მერის თქმით, მისი მეუღლე საჩხერის სამედიცინო ცენტრში ინფექციონისტად მუშაობს და სავარაუდოდ კორონავირუსი მას პაციენტისგან გადაედო.

„ანალიზები გუშინ აუღეს. მას ვირუსი მსუბუქი ფორმებით აქვს და განმეორებით ტესტირება ჩაუტარდება. მას ყელის არეში ჰქონდა დისკომფორტი, სხვა სიმპტომები არ აქვს“, – განაცხადა მერმა.
საქართველოში კორონავირუსით სპორტსმენი დაინფიცირდა - მიმდინარეობს კონტაქტების მოძიება

ფალავანდიშვილის ინფორმაციით, ახლა ოჯახის წევრები იზოლაციაში არიან.

მერის ინფორმაციით, მას თანამდებობრივად კონტაქტი ჰქონდა მოქალაქეებთანაც, თუმცა ბენიამენ ფალავანდიშვილი ირწმუნება, რომ  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს იცავდა.

საჩხერის მერის განცხადებით, კორონავირუსზე ტესტს მას სავარაუდოდ საღამოს აუღებენ.

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 170-ს მიაღწია. უკვე გამოჯანმრთელდა 36 ადამიანი კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5067 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 330 პაციენტია.

4 აპრილს ცნობილი გახდა კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევის შესახებ. ეს იყო 79 წლის ქალი, რომელიც კლინიკაში 31 მარტს მოათავსეს.

„უსაფრთხოების ცრუ შეგრძნება“: ჯანმოს წარმომადგენელმა პირბადეების შესახებ სიმართლე გაამხილა >>

საგანგებო მდგომარეობა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს გამოცხადდა და 21 აპრილამდე გაგრძელდება.

31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინის რეჟიმი მოქმედებს. შემოღებულია ასევე კომენდანტის საათი 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე.