COVID-19 - ბოლო ცნობები

აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 500-ს გადააჭარბა

აზერბაიჯანის მედიკოსებმა კორონავირუსით ინფიცირებული დაახლოებით 40 პაციენტის მდგომარეობა შეაფასეს როგორც მძიმე
Sputnik

თბილისი, 4 აპრილი - Sputnik. აზერბაიჯანში კორონავირუსული ინფექციის მქონე პაციენტების რაოდენობა 521-მდე გაიზარდა, ერთ დღე-ღამეში 78 ადამიანი დაავადდა, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი“.

ვინ არის საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი პირველი პაციენტი >>

აზერბაიჯანის მთავრობასთან არსებული ოპერატიული შტაბის მონაცემებით, პარასკევს ინფიცირებულთა რაოდენობა შეადგენდა 443-ს, ხუთი ადამიანი დაიღუპა.

„აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 78 ახალი ფაქტი გამოვლინდა. 17 ინფიცირებულის მდგომარეობა მძიმეა, 26-ის - საშუალო სიმძიმისაა. დანარჩენების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. აღნიშნულ პირთა მკურნალობა საგანგებო რეჟიმის საავადმყოფოებში გრძელდება“, - ნათქვამია შტაბის რელიზში.

დაშვებული დროშები და სირენების გუგუნი: ჩინეთმა პატივი მიაგო COVID-19-ის მსხვერპლთ - ვიდეო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 11 მარტს COVID-19-ის აფეთქება პანდემიად გამოაცხადა. ურთულესი მდგომარეობაა აშშ-ში, იტალიაში, ესპანეთში, და ევროპის სხვა ქვეყნებში. ჩინეთში, საიდანაც დაიწყო კორონავირუსის გავრცელება, რამდენიმე დღის წინ ეპიდემიის დასრულების შესახებ განაცხადეს.

რაც შეეხება საქართველოს, 4 აპრილის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირების 157 შემთხვევა გამოვლინდა, 28 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ერთი ქალი გარდაიცვალა.