მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ლიონელ მესის კერძო თვითმფრინავი ავარიულად დაჯდა ბრიუსელში

ზოგი ინფორმაციით, ამ დროს თვითმფრინავში იმყოფებოდნენ თავად ლიონელ მესი და მისი ოჯახი. ისინი ბრაზილიიდან მიფრინავდნენ კუნძულ ტენერიფეზე ბრიუსელის გავლით.
Sputnik

თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. საფეხბურთო კლუბ „ბარსელონისა“ და არგენტინის ნაკრების ფორვარდ ლიონელ მესის კერძო თვითმფრინავი ავარიულად დაჯდა ბრიუსელის აეროპორტში.

​ბრიტანული  გამოცემა The Sun–ის ინფორმაციით, ბრიუსელის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ, ხომალდი ცოტა ხანში ისევ უკან დაეშვა. საგანგებო დაშვების მიზეზი ტექნიკური გაუმართავობა იყო.

ზოგი ინფორმაციით, ამ დროს თვითმფრინავში იმყოფებოდნენ თავად ლიონელ მესი და მისი ოჯახი. ისინი ბრაზილიიდან მიფრინავდნენ კუნძულ ტენერიფეზე ბრიუსელის გავლით.