რამდენი ბავშვი დაიბადა საქართველოში 2019 წელს

საქართველოში შობადობის მხრივ ლიდერთა სამეულში შედიან დედაქალაქი თბილისი, ქვემო ქართლის რეგიონი და აჭარა.
Sputnik

თბილისი, 2 აპრილი – Sputnik. საქართველოში 2019 წელს დაახლოებით 48,3 ათასი ბავშვი დაიბადა, რაც 2018 წელთან შედარებით 5,6%-ით ნაკლებია, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.

დაბადებულთაგან ბიჭი თითქმის 1,8 ათასით მეტია, ვიდრე გოგონა.

შევცოტავდით – გამოქვეყნდა საქართველოს დემოგრაფიული სტატისტიკა

შობადობის მხრივ პირველ ადგილზეა თბილისი – 2019 წელს აქ 16 ათასზე მეტი ბავშვი დაიბადა. მეორე ადგილზეა ქვემო ქართლი – 5,9 ათასი, ხოლო მესამეზეა აჭარა – 5,7 ათასი.

ყველაზე ნაკლები ბავშვი დაიბადა მცხეთა-მთიანეთისა (946) და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის (284) რეგიონებში.

დედების საშუალო ასაკია 25-დან 29 წლამდე. თუმცა, 2019 წელს დაფიქსირდა 106 შემთხვევა, როდესაც ქალი 50 წელს ზემოთაა და 11 შემთხვევა, როდესაც 15 წელზე ნაკლები ასაკისაა.

ამასთან, 2018 წელთან შედარებით, შემცირდა 20 წლამდე მშობიარეთა რაოდენობა და გაიზარდა 40 წელს ზემოთ მშობიარეთა რიცხვი.