გახარია: კორონავირუსთან ბრძოლა - ეს არის ომი უხილავ მტერთან

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ მთავრობა იძულებული გახდა წასულიყო მკაცრ ზომებზე, რათა მოქალაქეები კორონავირუსისგან დაეცვა
Sputnik

თბილისი, 1 აპრილი -  Sputnik. კორონავირუსთან ბრძოლა - ეს არის ომი უხილავ მტერთან, რომელშიც ვერავინ გაიმარჯვებს სახელმწიფოს, სამოქალაქო სექტორისა და მოქალაქეების ერთიანობის გარეშე, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ტელეარხ Imedi-ზე გადაცემა „ღია ეთერში“.

კორონავირუსი საქართველოში: საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შეზღუდვების სრული სია/21 ივლისი

კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა. 1 აპრილისათვის დაავადებულთა რიცხვი 117-მდე გაიზარდა. აქედან 23 გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი და კომენდანტის საათი.

„აუცილებელია კიდევ უფრო მაღალი ორგანიზებულობა, ყურადღება და კონცენტრაცია, რადგან ეს არის ბრძოლა, ომი უხილავ მტერთან, რომელშიც არც ერთ მთავრობას, საქართველოზე უფრო ძლიერ სისტემურ ქვეყნებშიც, გამარჯვების შანსი არ აქვს, თუ არ გაერთიანდება, ყველა, სახელმწიფო, სამოქალაქო სექტორი, თითოეული მოქალაქე. გამოწვევა ბევრი ყოფილა, ამასაც დავაღწევთ თავს, მთავარია რის ფასად და ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად ვიპოვოთ ბალანსი“, - განაცხადა გახარიამ.

ლევან რატიანი: მთელ ქვეყანაში ყველაზე მძიმე პაციენტი გამოჯანმრთელდა >>

ამასთან მან აღნიშნა, რომ საქართველო ვირუსის სწრაფი გავრცელების ეტაპზე გადადის.

„შევდივართ სწრაფი გავრცელების ეტაპზე და აქ ჩვენი ყურადღება კიდევ უფრო მეტი უნდა იყოს, ამიტომ გადავდგით იძულებითი ნაბიჯები ე.წ კომენდანტის საათიდან დაწყებული და დავაწესეთ საკმაოდ მძიმე შეზღუდვები ჩვენი მოქალაქეებისთვის“, - ხაზგასმით აღნიშნა გახარიამ.

ამასთან მან აღნიშნა, რომ მთავრობის მიზანია ამ ბრძოლაში გამარჯვება, თანაც ისე, რომ მინიმალური ზიანი მიადგეს როგორც მოქალაქეების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, ასევე ეკონომიკას.

უმუშევრობა და კომუნალურები: როგორ განაწილდება ბიუჯეტი

„ჩვენ ყველამ უნდა გავიმარჯვოთ ამ ბრძოლაში და ისე, რომ მინიმალური ზიანი მიადგეს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს და რა თქმა უნდა, ეკონომიკას. მთავარი შედეგი იქნება ის, კრიზისიდან გამოსვლის პირველივე დღეს, როდესაც სამყარო შეიგრძნობს, რომ ეს ბრძოლა გადალახულია, როგორ სწრაფად შეძლებენ ეკონომიკები, აღიდგინონ ის პოზიციები, რომლებიც ჰქონდათ ამ კრიზისში შესვლამდე“, – აღნიშნა პრემიერმა.

დღეისათვის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ უცხოურ ინვესტიციებში, ფულად გზავნილებში, ექსპორტსა და ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებში ასახული ქვეყნის შემოსავლები მნიშვნელოვნად შემცირდება - ზარალი 1,7-დან 4,4-მდე მილიარდ დოლარს შეადგენს.

ყველაზე პესიმისტური სცენარის დროს საქართველოს ეკონომიკა 2020 წლის ბოლომდე ვარდნაში იქნება.