შსს: პოლიციის სახელით დაგზავნილი სმს-ები არ შეესაბამება სიმართლეს

სამართალდამცველები არკვევენ, ვინ დააგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინებები შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით
Sputnik

თბილისი, 2 აპრილი – Sputnik. საქართველოს მობილური ოპერატორების მიერ ცალკეული აბონენტებისთვის UCKEBA-ს სახელით დაგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინებები კომენდანტის საათის დარღვევისთვის დაჯარიმებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს არ დაუგზავნია, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მთავრობისა და პარლამენტის წევრები კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში თანხებს გადარიცხავენ

ბოლო პერიოდში, საქართველოს მობილური ოპერატორების ცალკეულ აბონენტებს UCKEBA-ს სახელით დაეგზავნათ მოკლე ტექსტური შეტყობინებები, შემდეგი შინაარსით: „თქვენ დაჯარიმდით კომენდანტის საათის დარღვევის გამო, ჯარიმის ოდენობა 3000 ლარი. R.M. police.ge".

„ზემოაღნიშნული მოკლე ტექსტური შეტყობინებები არ არის გაგზავნილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ და არ შეესაბამება სიმართლეს“, - აღნიშნულია განცხადებაში

უწყების ცნობით, აღნიშნულ და სხვა ანალოგიურ ფაქტებზე მიმდინარეობს შესწავლა, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოჰყვება შესაბამისი რეაგირება.