აფხაზეთიდან ზუგდიდში გადაყვანილ მამაკაცსა და ორ მცირეწლოვანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

60 წლის მამაკაცი და არასრულწლოვნები კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით სამედიცინო დაწესებულებაში 31 მარტს შეიყვანეს.
Sputnik

თბილისი, 2 აპრილი – Sputnik. ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში აფხაზეთის გალის რაიონიდან გადმოყვანილ სამ პაციენტს – შუახნის მამაკაცსა და ორ მცირეწლოვან ბავშვს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ, იუწყება „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი ადგილიდან.   

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში შვიდი პაციენტიდან ორს კორონავირუსი აქვს დადასტურებული

როგორც საავადმყოფოში აცხადებენ, ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი სამივე პაციენტის პასუხი უარყოფითია. 

60 წლის მამაკაცი და არასრულწლოვნები კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით სამედიცინო დაწესებულებაში 31 მარტს შეიყვანეს.

ექიმების განცხადებით, ამ დროისთვის სამივე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და საავადმყოფოს, სავარაუდოდ, ხვალ დატოვებენ.

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ​კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით ორი ადამიანი აგრძელებს მკურნალობას.

2 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 130-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 26, კარანტინში იმყოფება 5550 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 281 პაციენტია.

ნიკა ლატარია