„მეამაყება ეს პასუხისმგებლიანი ქცევა“: პრეზიდენტი კომენდანტის საათი შესახებ

სალომე ზურაბიშვილი კმაყოფილია, რომ ქვეყნის მოსახლეობა ასეთი გაგებით მოეკიდა კომენდანტის საათის დაწესებას.
Sputnik

თბილისი, 1 აპრილი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ მოსახლეობა კომენდანტის საათის გამოცხადებას ასეთი პასუხისმგებლობით შეხვდა.

რა იკრძალება საყოველთაო კარანტინისა და კომენდანტის საათის დროს – დეტალური ინფორმაცია>>

„9 წუთია გადავედით ახალ მკაცრ რეჟიმზე... სრული სიჩუმე სუფევს... ეტყობა, თბილისი იცავს რეკომენდაციებს! მეამაყება ეს ჩვენი მოქალაქეობრივი და პასუხისმგებლიანი ქცევა. ასეთი მოწესრიგებული და კანონმორჩილი მიდგომით დავამარცხებთ კორონასაც და მეტსაც“, – წერს პრეზიდენტი Facebook-გვერდზე.

კორონავირუსი საქართველოში: საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შეზღუდვების სრული სია/21 ივლისი

საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში საქართველოში 21:00-დან 06:00 საათამდე კომენდანტის საათი დაწესდა. ამ პერიოდში იკრძალება გარეთ გასვლა როგორც ქვეითად მოსიარულეებისთვის, ისე ავტომობილებისთვის. გამონაკლისია სპეციალური სამსახურები და საშვის მქონე ადამიანები.

კომენდანტის საათის დარღვევისთვის გათვალისწინებულია საჯარიმო სანქციები.

როგორც შსს იუწყება, კომენდანტის საათის პირველმა ღამემ მშვიდობიანად ჩაიარა. ქალაქებისა და დაბების ქუჩებს საპატრულო პოლიცია აკონტროლებდა.