COVID-19 - ბოლო ცნობები

COVID-19-სგან განკურნებულები, შესაძლოა, კვლავ გადამდებებად რჩებოდნენ: ჩინური კვლევა

ჩინელი სპეციალისტების კვლევაში COVID-19-ით ინფიცირებული 133 ადამიანი მონაწილეობდა, რომლებიც კორონავირუსის დიაგნოზით 20 იანვრიდან 27 თებერვლამდე პერიოდში გადაიყვანეს სტაციონარებში.
Sputnik

თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. ვირუსი SARS-CoV-2, რომელიც დაავადება COVID-19-ს იწვევს, ნახველისა და განავლის სინჯებში მას შემდეგაც შეიძლება აღმოჩნდეს, რაც კორონავირუსი ცხვირ-ხახიდან აღებულ სინჯებში აღარ ფიქსირდება, აცხადებენ ჩინელი სპეციალისტები, რომელთა კვლევაც ამერიკელ ექიმთა ასოციაციის ჟურნალ Annals of Internal Medicine-შია გამოქვეყნებული. 

ბუნებრივი იმუნიტეტი COVID-19-ზე ორი სხვა დაავადების დამსახურებაა: განმარტება იტალიიდან

ირკვევა, რომ კვლევაში COVID-19-ით ინფიცირებული 133 ადამიანი მონაწილეობდა, რომლებიც კორონავირუსის დიაგნოზით 20 იანვრიდან 27 თებერვლამდე პერიოდში გადაიყვანეს სტაციონარებში. აქედან 22 პაციენტს გამოუვლინდა კორონავირუსზე დადებითი შედეგი ნახველისა და განავლის სინჯებში მაშინ, როდესაც ცხვირ-ხახის ნიმუშებში ვირუსი აღარ ფიქსირდებოდა.

ამავდროულად მეცნიერები ხაზს უსვამენ, რომ მათ მიერ ჩატარებული კვლევა არ შეიძლება ჩაითვალოს „მკაცრ კვლევად“ და აღნიშნავენ, რომ უცნობია, მიანიშნებს თუ არა მიღებული მონაცემები იმაზე, რომ კორონავირუსისგან ფორმალურად განკურნებული პაციენტი კვლავაც გადამდებად რჩება სხვებისთვის.

ადასტურებს სტატისტიკა: მედიკოსები COVID-19-ის დამატებით რისკ-ფაქტორს ასახელებენ>>

ახალი ტიპის კორონავირუსული ინფექციის აფეთქების მომენტიდან დღემდე მსოფლიოს 180 ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 861 305 კაცი შეადგინა. აქედან გარდაცვლილია 42 365 და განკურნებულია 178 718 ადამიანი.