მთვარის კალენდარი მებაღეებისთვის: 2020 წლის აპრილი

მთვარის ენერგეტიკას შეუძლია დაეხმაროს ან ავნოს მცენარეებს, ამიტომ მნიშვნელოვანია მთვარის ფაზების გათვალისწინება მორწყვის, დათესვისა და გადარგვის დროს. გაითვალისწინეთ რჩევები და იმოქმედეთ მთვარის კალენდრის მიხედვით
Sputnik

ადამიანებმა ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ შეამჩნიეს მთვარის გავლენა მცენარეების განვითარებაზე.

სწორად შერჩეულ მთვარის ფაზას შეუძლია ხელი შეუწყოს მცენარის ზრდას, იმოქმედოს მის მომავალ ნაყოფზე, ყვავილზე; ხოლო ზოგიერთ დღეს, სჯობს, თავი შეიკავოთ მცენარის დათესვა-დარგვისგან, ფესვების გაფხვიერებისგან. ამან, შესაძლოა, გამოიწვიოს მცენარის დაზიანება, ზრდის შენელება, ლპობა, ენერგეტიკული ბალანსის დარღვევა. ეს ეხება არა მხოლოდ მიწასთან უშუალო მუშაობას, არამედ სხვა სამუშაოებსაც ბაღსა თუ ბოსტანში.

როგორ მოქმედებს მთვარის ფაზები ადამიანის ენერგეტიკაზე

თუ რგავთ მცენარეს, ეს განსაკუთრებით ეხება მრავალწლიან მცენარეებს, ხეებს, ეს მხოლოდ მზარდი მთვარის დროს უნდა გააკეთოთ, სასურველია, სავსემთვარეობის წინ. ახალმთვარეობაზე ამის გაკეთება არ ღირს.

სავსემთვარეობის წინ დარგული მცენარე მაღალი გაიზრდება. ზოგადად, განვითარებისკენ მიმართულ ყველა საქმეს მზარდი მთვარის ენერგეტიკა უხდება. ასეა მცენარეების შემთხვევაშიც.

ზოგადი ცნობები: მთვარის ფაზები მებაღის კალენდარში

ახალმთვარეობა: რეკომენდებულია მავნებლებთან და სარეველასთან ბრძოლა. სწორედ ამ დროს მოიტანს ეფექტს დაავადებული ტოტებისა და გამხმარი რტოების მოშორება ხეებისა და ბუჩქებისთვის, ასევე კარგი დროა ბალახოვანი მცენარეების შეგროვებისთვის. ასევე შეიძლება ბოსტნეულის წანაზარდების მოცილება მათი ზრდის შეჩერების მიზნით, მაგრამ ეს, სჯობს, არა თვითონ ახალმთვარეობის დღეს, არამედ ერთი დღით ადრე ან ერთი დღის შემდეგ გააკეთოთ.

მზარდი მთვარე: როდესაც მთვარე ზრდის ფაზაშია, რეკომენდებულია მუშაობა მცენარეებთან, რომლებიც მიწის ზევით ვითარდებიან, რადგან მათი ბიოველი ფესვებიდან ზევით არის მიმართული. ეს არის თესვის, დარგვის ან გადარგვის პერიოდი. სასარგებლოა ასევე მორწყვა, მინერალებით ფესვგარეშე დამუშავება, მიწის განოყივრება.

როგორ მოვუაროთ წიწვოვნებს გაზაფხულზე - ვიდეოგაკვეთილები პრაქტიკოსი მებაღისგან

სავსემთვარეობა: მთვარის კალენდარში იგულისხმება დღე თვითონ სავსემთვარეობამდე, სავსე მთვარის დღე და შემდეგი ერთი დღე. ამ პერიოდში რეკომენდებულია მიწაზე მუშაობა: შეიძლება მცენარეების ფესვების მიწით შეფუთვა, ნიადაგის გაფხვიერება, სარეველისგან გათავისუფლება. ეფექტური იქნება ასევე მავნებლებთან - მწერებთან და მღრღნელებთან - ბრძოლა. კარგი პერიოდია თესლისა და ფესვების შესაგროვებლად. არახელსაყრელია ამ დროს მცენარეების შეწამვლა, გასხვლა, ბოსტნეული კულტურებისთვის ნამხრევების მოცილება.

კლებადი მთვარე:კლებადი მთვარის დროს მცენარის მიწისზედა ნაწილი ნაკლებად მგრძნობიარეა მანიპულაციებისადმი, ამიტომ სასურველია ბოლქვიანი და პარკოსანი კულტურების დარგვა. ასევე კარგი დროა ბოლქვიანების ამორებისა და მოსავლის აღებისთვის. კარგად მოქმედებს ფესვების კვება და გასხვლა ფორმის მისაცემად.

მთვარე ზოდიაქოს თანავარსკვლავედში

ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია მთვარის მდებარეობა ზოდიაქოს ნიშანში. ზოდიაქოს ყველაზე ნაყოფიერი წყლის ნიშნებია: კირჩხიბი, მორიელი და თევზები. პირველი ორი ხელსაყრელია დათესვის, გრუნტში გადარგვისა და დამყნობისთვის, ხოლო თევზები - იმ მცენარეებისთვის, რომლებიც ფესვების სისტემის განვითარებას საჭიროებენ. საკმაოდ კარგია კურო და თხის რქის ნიშნები. ისინი კარგად ესადაგებიან ბოლქვიან და ფოთლოვან კულტურებს. სასწორი დადებითად მოქმედებს სიმინდის, კომბოსტოსა და ფესვიან კულტურებზე.

ოთახის მცენარეები - მოვლის წესების დარღვევა

ნაკლებად ნაყოფიერი არიან ვერძისა და მშვილდოსნის ნიშნები. ისინი მხოლოდ მწარე ბოსტნეულს მიესადაგებიან - ხახვსა და ნიორს. ტყუპები და მერწყული კარგი ნიშნებია მცენარეების მოვლისთვის, ხოლო ქალწული და ლომი ყველაზე უნაყოფო ნიშნებად მიიჩნევა მთვარის კალენდარში. როდესაც მთვარე ამ ნიშნებში იმყოფება, ალბათობა მცენარეების ხელსაყრელი დარგვისთვის მაქსიმალურად დაბალია. მაგრამ ამ დროს შეიძლება მავნებლებთან და სარეველასთან ბრძოლა.

მებაღის კალენდარი 2020 წლის აპრილში

აპრილი თესვისა და დარგვის თვეა. ღია გრუნტში შეიძლება ოხრახუშის, სალათების, თარგამის, კარტოფილის, სტაფილოს, მარცვლოვანი კულტურების დათესვა.

პიკირებითვის (პიკირება – ახლად აღმოცენებული, საჩითილე მცენარეების გადარგვა დიდ ფართობზე) ხელსაყრელი დროა თვის ბოლო.

კარგი თვეა ხეებისა და ბუჩქნარის დარგვისთვის.

მსხმოიარე და ველური კულტურების მყნობა უნდა ჩატარდეს, სანამ მცენარე დაიკვირტება.

კარგი დროა ჟოლოს, ძახველის, ქაცვის, ხურტკმელის დარგვისთვის.

საჭიროა მრავალწლიანი მცენარეების გაღვიძება.

უდაბნოს ვარდი - ადენიუმი>>

არ დააყოვნოთ ვარდების გასხვლა.

  • კლებადი მთვარის – 9–22 აპრილის პერიოდი კარგი დროა ბოლქვიანი მცენარეების გადარგვისთვის, ასევე, ხეების, ბუჩქნარის დარგვისთვის, მარწყვის პწკალების, ანუ ულვაშების დარგვისთვის.
  • ასევე კარგი დროა მცენარეების ორგანული სასუქით კვებისთვის.
  • მზარდი მთვარის პერიოდში – 1–7 და 24–30 აპრილი – კარგი დროა ოთახის მცენარეების გადარგვისთვის, მზესუმზირის დათესვისთვის, მწვანილეულის, კარტოფილის, მარცვლეულის დათესვისთვის.
  • ერთწლიანი, მრავალწლიანი, ორანჟერეისა და ოთახის ყვავილების დათესვისთვის ყველაზე ხელსაყრელი დღეებია 1–6, 27–30 აპრილი.
  • 24–25 აპრილი საუკეთესო დროა ბაღჩეული კულტურის, ჟოლოს, ხურტკმელის, კიტრის, ხახვისა და მწვანილეულის გადარგვისთვის.

მუშაობისთვის არახელსაყრელი დღეებია: 8 აპრილი – სავსემთვარეობა, 23 აპრილი – ახალმთვარეობა.

თვე – აპრილი. რიცხვიმთვარე ზოდიაქოს ნიშანში
1, 2კირჩხიბი
3, 4ლომი
5, 6ქალწული
7, 8სასწორი
9, 10მორიელი
11, 12მშვილდოსანი
13, 14თხის რქა
15, 16, 17მერწყული
18, 19თევზები
20, 21, 22ვერძი
23, 24კურო
25, 26, 27ტყუპი
28, 29კირხიბი
30ლომი