აშშ-ში საქართველოს 62 წლის მოქალაქე გარდაიცვალა

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტი საქართველოს მოქალაქის საზღვარგარეთ გარდაცვალების უკვე მეხუთე შემთხვევაა.
Sputnik

თბილისი, 31 მარტი – Sputnik. კორონავირუსით ინფიცირების შედეგად ნიუ-იორკში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. 

ესპანეთში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა

იმნაძის განმარტებით, გარდაცვლილი 62 წლის მამაკაცია, რომელსაც, ვირუსთან ერთად, ჯანმრთელობის სხვა პრობლემებიც აღენიშნებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტი საქართველოს მოქალაქის საზღვარგარეთ გარდაცვალების უკვე მეხუთე შემთხვევაა.

ამ დროისთვის, დიპლომატიური უწყებები გარდაცვლილის ოჯახთან კონტაქტზე არიან. 

აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებულმა შემთხვევებმა 164 603-ს მიაღწია, გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 3,2 ათასს გადააჭარბა. სიკვლიდიანობის ყველაზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული ნიუ-იორკში – 914.   

აშშ ინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

რაც შეეხება საქართველოს, 31 მარტის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 110-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 21, კარანტინში 4995 ადამიანია, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 278 იმყოფება.