ავტოავარია ლანჩხუთში – დაღუპულია ახალგაზრდა მამაკაცი

ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი ადგილზე დაიღუპა.
Sputnik

თბილისი, 30 მარტი – Sputnik. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალწმინდაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ურეკში მომხდარ ავარიას ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი ადგილზევე დაიღუპა.

„ადგილზე მისულს დაგვხვდა ერთი დაზარალებული და, სამწუხაროდ, ერთი გარდაცვლილი. დაზარალებულს ადგილზე ჩაუტარდა პირველადი დახმარება, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო და ამიტომ უარი განაცხადა ჰოსპიტალიზებაზე“, – განაცხადა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მორიგე ექიმმა ქრისტინე დანელიამ.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.