თბილისი, 30 მარტი — Sputnik. პანდემიასთან დაკავშირებით შემოღებული შეზღუდვების გამო ამ დროისათვის მსოფლიოში სასწავლო პროცესებს არ ესწრება 1,5 მილიარდი ბავშვი და ზრდასრული, იუწყება „იუნესკო“.
„ბავშვების, ზრდასრულებისა და უფროსი ასაკის ადამიანების რაოდენობა, რომლებიც სკოლებსა და უნივერსიტეტებში არ დადიან COVID-19-ის გამო, იზრდება. მსოფლიოს ბევრმა მთავრობამ დახურა საგანმანათლებლო დაწესებულებები გლობალური პანდემიის შეკავების მიზნით“, — ნათქვამია საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადებაში.
„იუნესკოს“ მონაცემებით, საგანმანათლებლო დაწესებულებები 184 ქვეყანაში დაიხურა და შეზღუდვები მოსწავლე/სტუდენტთა მსოფლიო რაოდენობის 87%-ს შეეხო.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კორონავირუსული პანდემიის გამო კარანტინში დედამიწის მოსახლეობის ნახევარი იმყოფება.