COVID-19 - ბოლო ცნობები

უმკაცრესი ზომა: COVID-19-ის ერთი შემთხვევის გამო სადარბაზოს კარი გარედან აჭედეს

სოციალური ქსელებით ვრცელდება ფოტო, რომელზეც ჩანს, როგორ ადებენ გარედან ბოქლომს სადარბაზოს კარს, სადაც COVID-19-ის ერთი შემთხვევა დაფიქსირდა.
Sputnik

თბილისი, 30 მარტი — Sputnik. საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო კარი, სადაც COVID-19-ის ერთი შემთხვევა დადასტურდა, აჭედილია და მცხოვრებლები გარეთ გამოსვლას ვერ შეძლებენ, იუწყება ყაზახეთის ქალაქ ყარაგანდის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.

„ყარაგანდაში კარანტინშია მოქცეული ერმეკოვის ქუჩაზე მდებარე სახლის სადარბაზო, რაც 14 დღე გაგრძელდება. მცხოვრებლები ქუჩაში ვერ გამოვლენ. ისინი გამუდმებული სამედიცინო დაკვირვების ქვეშ არიან. კვების პროდუქტები მათ დღეში ორჯერ მიეწოდებათ განაცხადების მიხედვით“, — ნათქვამია პრეს-სამსახურის განცხადებაში.

გარდა ამისა, სადარბაზოსთან, 24 საათის განმავლობაში მორიგეობის მიზნით, მოწყობილია პოლიციის პოსტი, რომლის ტელეფონის ნომერი ყველა მცხოვრებს დაურიგდა.   

სოციალური ქსელებით ვრცელდება ფოტო, რომელზეც ჩანს, როგორ ადებენ სადარბაზოს კარს გარედან  ბოქლომს.

მანამდე ბინებისა და საკუთრივ სადარბაზოს დეზინფექცია ჩატარდა, ხოლო სადარბაზოს შიგნით სპეციალური კონტეინერი დაიდგა ნარჩენებისთვის, რომელსაც დღეში ორჯერ გაიტანენ.

შუაღამიდან დილამდე: „არ დამიხოცოთ შვილები!“ - COVID 19-ის გამავრცელებელი პატიებას ითხოვს>>

ადმინისტრაციის თქმით, 14 დღის შემდეგ სადარბაზოს მოსახლეობა ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება.

ყაზახეთში ამ დროისათვის COVID-19-ით ინფიცირების 294 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან ერთი – ლეტალური შედეგით. 20 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელებულია.