COVID-19 - ბოლო ცნობები

შუაღამიდან დილამდე: „არ დამიხოცოთ შვილები!“ – COVID-19-ის გამავრცელებელი პატიებას ითხოვს

„გავიგე, რომ ჩემი სახლის დაწვა გინდათ, აპირებთ, რომ გაუსწორდეთ ჩემს შვილებსა და შვილიშვილებს... არ დამიხოცოთ ისინი, თუ გინდათ მე მომკალით, ამჩეხეთ, ამკუწეთ, თუ ამით რამე შეიცვლება“ – მიმართავს მუხლებზე დაჩოქილი ქალი თანასოფლელებს.
Sputnik

თბილისი, 30 მარტი — Sputnik. ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოში, ვირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე, 722 435 ადამიანი შეადგინა, აქედან გარდაცვლილია 33 997 და განკურნებულია 151 991 პაციენტი. მონაცემები აღებულია ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტიდან

მოსკოვში კორონავირუსის გამო საყოველთაო კარანტინი ცხადდება

ამასთან, ამ დროისათვის ინფიცირებულთა რაოდენობით პირველ პოზიციაზეა აშშ — 142 502 ინფიცირებულით, მეორეზე — იტალია (97 689), ხოლო მესამეზე – ეპიდემიის ეპიცენტრი ჩინეთი (82 149).

ქვეყნების რაოდენობამ, სადაც COVID-19-ით დაავადებულთა რიცხვმა ათასს გადააჭარბა, ამ დროისათვის 42-ს შეადგენს. ამ ნიშნულის ზღვარზეა კიდევ რამდენიმე სახელმწიფო. 

COVID-19-ით გამოწვეული და მასთან დაკავშირებული რამდენიმე მოვლენა, რომლებიც 29–30 მარტის ღამით მოხდა მსოფლიოში, ასე გამოიყურება: 

  • უკრაინელი ქალი მუხლებზე დაჩოქილი სთხოვს პატიებას თანასოფლელებს იმისთვის, რომ იტალიიდან დაბრუნების შემდეგ თვითიზოლაცია არ გაიარა და სოფელში კორონავირუსის ინფექცია გაავრცელა. ამ მიზნით მან ვიდეო ჩაწერა და YouTube-ზე გამოაქვეყნა. ჩანაწერში ქალი ამბობს: „გავიგე, რომ ჩემი სახლის დაწვა გინდათ, აპირებთ, რომ გაუსწორდეთ ჩემს შვილებსა და შვილიშვილებს. მეც და ჩემი შვილებიც უკვე განვიკურნეთ. არ დამიხოცოთ ისინი, თუ გინდათ მე მომკალით, ამჩეხეთ, ამკუწეთ, თუ ამით რამე შეიცვლება. პატიებას გთხოვთ ყველას“. 
  • კორონავირუსით ინფიცირებული მოსკოველი ქალი საავადმყოფოდან გაიქცა და შინ მისვლამდე სამ მეზობელთან მოასწრო კონტაქტი, რის შემდეგაც ის დააკავეს. სადარბაზოში დეზინფექცია ჩატარდება, ხოლო მეზობლებს კორონავირუსზე შეამოწმებენ; 
  • იტალიაში, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, კარანტინი 3 აპრილის შემდეგაც გაგრძელდება;
  • COVID-19-ით გამოწვეული სიკვდილიანობის პიკი აშშ-ში, პრეზიდენტ ტრამპის თქმით, დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში დადგება;
    აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ზომები 30 აპრილამდე გაგრძელდება;
  • ბრიტანეთში პოლიციამ კარაოკე–წვეულება დაშალა ერთ-ერთ სახლში, სადაც 25 უფროსსა და ბავშვს მოეყარა თავი. პოლიცია არ ასახელებს კარანტინის რეჟიმის დამრღვევებს, საკუთარ Twitter-ზე მათ მხოლოდ უხვად გაწყობილი სუფრის ფოტო ატვირთეს;
    • ​ადგილობრივი ექსპერტის თქმით, კოლუმბიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ უახლოეს კვირებში შესაძლოა 4 მილიონ კაცს, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვმა 3 ათასს მიაღწიოს;
    • კალათბურთის ეროვნული ასოციაცია NBA, იმ სპორტსმენებსა და თანამშრომლებს, რომლებიც უკვე გამოჯანმრთელდნენ COVID-19-სგან, სისხლის ჩაბარებას სთხოვს სხვა ინფიცირებულების სამკურნალოდ;
    • დღეიდან ალბანეთში მოქალაქეები მხოლოდ მას შემდეგ შეძლებენ ქუჩაში გასვლას, რაც სპეციალურ ნომერზე SMS-თხოვნას გაგზავნიან და იქიდან ნებართვას მიიღებენ. ეს ნებართვა მხოლოდ ერთი საათის განმავლობაში იქნება მოქმედი;
    • ჩიკაგოში კორონავირუსით ინფიცირებული ცოლ-ქმარი, რომლებმაც ერთად 65 წელი გაატარეს, ერთ დღეს გარდაიცვალა. ამის შესახებ მათმა 18-დან ერთ-ერთმა შვილიშვილმა დაწერა Twitter-ზე;
    • ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამენ ნათანიაჰუს მრჩეველს რივკა ფალუჰს COVID-19 დაუდასტურდა. გავრცელებული ინფორმაციით, ფალუჰი ბოლოს პრემიერს ხუთშაბათს ეკონტაქტა, თუმცა აუცილებელი დისტანციის დაცვით...