ფეხბურთიც აკრძალულია: კახეთში სტადიონზე 11 პირი დააჯარიმეს

საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის დადგენილების თანახმად, თითოეული „ვაი-ფეხბურთელი“ პოლიციამ 3000-3000 ლარით დაჯარიმდა.
Sputnik

თბილისი, 29 მარტი – Sputnik. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში მდებარე მინისტადიონზე პოლიციამ ფეხბურთის თამაშისთვის 11 პირი დააჯარიმა, იუწყება პირველი არხი.

კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. სხვა შეზღუდვებთან ერთად, 10 კაცზე მეტი პირის შეკრება აკრძალულია.

საგანგებო მდგომარეობა საქართველოში: ბოლო 24 საათში წესები ასზე მეტმა ადამიანმა დაარღვია

ინფორმაციას გურჯაანის მერიაში ადასტურებენ და აცხადებენ, რომ პოლიციის გაფრთხილების მიუხედავად, სტადიონზე 11 ადგილობრივი მაინც თამაშობდა ფეხბურთს. საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის დადგენილების თანახმად, თითოეული მათგანი პოლიციამ 3000-3000 ლარით დაჯარიმდა.

საგანგებო მდგომარეობით დადგენილი წესების დაცვასთან დაკავშირებით კახეთის რეგიონში კონტროლი გამკაცრებულია და მონიტორინგს სამართალდამცველები რეგიონის მაშტაბით 24-საათიან რეჟიმში ახორციელებენ.

ბოლო 24 საათში საქართველოს მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისთვის 125 ადამიანი დააჯარიმეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები - თავდაპირველად მოხდება დაჯარიმება - ფიზიკური პირის 3000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის 15 000 ლარით, განმეორების შემთხვევაში, დამრღვევ პირს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება.

საქართველოს მუნიციპალიტეტებში ავტობუსების მოძრაობა აიკრძალა >>

29 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ ამ დროისათვის 91 ადამიანს მიაღწია. საკარანტინო სივრცეში იმყოფება 4876, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 264 ადამიანია. 18 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.