თსუ-ს ფსიქოლოგები მოქალაქეებს უფასოდ პირველად ფსიქოლოგიურ დახმარებას გაუწევენ

30 მარტიდან, უნივერსიტეტში პირველადი ფსიქოლოგიური დახმარების ცხელი ხაზი ამოქმედდება, რომელიც მოქალაქეებს, ასევე კარანტინში მყოფ პირებს და მათი ოჯახის წევრებს კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილ ფსიქოლოგიურ სირთულეებთან გამკლავებაში დაეხმარება
Sputnik

თბილისი, 29 მარტი - Sputnik. კორონავირუსის პრევენციის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი და ორგანიზაცია „ერთად ერთისთვის“ გასული კვირიდან უნივერსიტეტის სტუდენტებს უფასო ონლაინ ფსიქოლოგიურ კონსულტაციას სთავაზობს, ნათქვამია უნივერსიტეტის სოციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

„ესპანეთო, საქართველო შენ გვერდითაა!“- თბილისის ტელეანძა ესპანეთის დროშის ფერებში განათდა

30 მარტიდან, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველადი ფსიქოლოგიური დახმარების ცხელი ხაზი ამოქმედდება, რომელიც მოქალაქეებს (16 წლიდან), ასევე კარანტინში მყოფ პირებს და მათი ოჯახის წევრებს კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილ ფსიქოლოგიურ სირთულეებთან გამკლავებაში დაეხმარება.

მომსახურება განკუთვნილია იმ სტუდენტებისთვის, რომელთაც აქვთ შფოთვა, დაქვეითებული გუნებ-განწყობა, უჭირთ სხვადასხვა სახის სტრესთან გამკლავება (მაგალითად, სირთულეები სტუდენტებისთვის სოციალურ სიტუაციებში, ინტერპერსონალურ ურთიერთობებში), შიშები და სხვ.

კონსულტაცია ითვალისწინებს ინდივიდუალურ ონლაინ ჩართვებს.

ცხელი ხაზი ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ თამარ გაგოშიძის ინიციატივით ფაკულტეტთან არსებული ფსიქოლოგიური კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრის ფარგლებში შეიქმნა. მოქალაქეებს პირველად ფსიქოლოგიურ დახმარებას თსუ-ს კურსდამთავრებული პრაქტიკოსი ფსიქოლოგები გაუწევენ.

კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვებისა და აკრძალვების სრული ჩამონათვალი 28 მარტისთვის >>

„ფსიქოლოგიური დახმარებისთვის მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ skype მისამართზე: tsu_center შემდეგი განრიგით ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 სთ, შაბათს 10:00-17:00 სთ, კვირას 14:00-16:00 სთ. ამასთან, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი და ა(ა)იპ „ერთად ერთისთვის“ გასული კვირიდან უნივერსიტეტის სტუდენტებს უფასო ონლაინ ფსიქოლოგიურ კონსულტაციას სთავაზობენ. მომსახურება განკუთვნილია იმ სტუდენტებისთვის, რომელთაც აქვთ შფოთვა, დაქვეითებული გუნებ-განწყობა, უჭირთ სხვადასხვა სახის სტრესთან გამკლავება და სხვა“, - აღნიშნულია უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსურველებს შესაძლებლობა აქვთ დაინტერესების შემთხვევაში, დარეკონ ნომერზე:  555 16 33 55.