COVID-19 - ბოლო ცნობები

სომხეთში კორონავირუსით უკვე 372 ადამიანი დაინფიცირდა

სომხეთის დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაციის შესახებ ახალი ცნობები წარმოადგინა
Sputnik

თბილისი, 28 მარტი - Sputnik. ბოლო 24 საათში სომეხმა სპეციალისტებმა კორონავირუსით დაინფიცირების 43 შემთხვევა გამოავლინეს, იუწყება „Sputnik-სომხეთი“.

ამგვარად, სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 372 ადამიანს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 28 ადამიანი.

კორონავირუსი საქართველოში: ბოლო მონაცემები ინფიცირებულების შესახებ >>

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის გამო 7 პირი დაჯარიმდა

26 მარტს სომხეთში კორონავირუსით გამოწვეული პირველი შემთხვევა დაფიქსირდა: გარდაიცვალა 72 წლის ქალი - სომხეთის მოქალაქე, რომელსაც თანმდევი დაავადებები აღენიშნებოდა.

სომხეთში 16 მარტიდან 14 აპრილამდე კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებს. ქვეყანაში შეზღუდულია შესვლა და გამოსვლა, აკრძალულია საჯარო ღონისძიებები. დაკეტილია სასწავლო და კულტურული დაწესებულებები.

თუმცა, მიღებული ზომები საკმარისი არ აღმოჩნდა. ამასთან დაკავშირებით 25-31 მარტს მოქალაქეთა გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდა. სახლიდან გასვლა დაშვებულია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში. მოქალაქემ თან უნდა იქონიოს პასპორტი და შევსებული ანკეტა. შეწყდა ყველა საწარმოს და ორგანიზაციის მუშაობა, სტრატეგიულად მნიშვნელოვანის გარდა. მუშაობს სასურსათო მაღაზიები და აფთიაქები.