დავითაშვილი: ფქვილის წარმოების პროცესში შეფერხება არ არსებობს, მარაგები საკმარისია

 ლევან დავითაშვილი და მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი შპს „ჯეომილის“ წისქვილკომბინატში იმყოფებოდნენ და არსებულ მარაგების შესახებ ინფორმაციას ადგილზე გაეცნენ.
Sputnik

თბილისი, 28 მარტი - Sputnik. ყველა მსხვილ წისქვილკომბინატში ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება  ფქვილის წარმოებისა და ფასის მონიტორინგი, ნათქვამია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში, სასურსათო მარაგების მართვაზე, ლოგისტიკასა და ტრანსპორტირებაზე ზედამხედველობას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ახორციელებს.

„ჩვენს მიერ შემუშავებული „პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, წისქვილკომბინატებს საშუალება ეძლევათ მეტი მარაგები შექმნან და ფქვილზე სტაბილური ფასი შეინარჩუნონ“, - განაცხადა დავითაშვილმა.
ფოთის პორტი ღრმაწყლოვანი ანაკლიის აშენებამდე გახდება

ლევან დავითაშვილი და მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი შპს „ჯეომილის“ წისქვილკომბინატში იმყოფებოდნენ და არსებულ მარაგების შესახებ ინფორმაციას ადგილზე გაეცნენ.

როგორც შპს „ჯეომილის“ გენერალურმა დირექტორმა, ბესიკ ბეჟაშვილმა აღნიშნა, არსებული მარაგები და საწარმოს სიმძლავრე კომპანიას შესაძლებლობას აძლევს, ადგილობრივ ბაზარზე ფქვილის მიწოდება შეუფერხებლად განახორციელოს.

„წისქვილკომბინატის წარმადობა დღეში 500 ტონას შეადგენს და წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია, სადისტრიბუციო ქსელის მეშვეობით, მთელ ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება. წისქვილკომბინატი აღჭურვილია შვეიცარიულ-გერმანული წარმოების მანქანა-დანადგარებით. საწარმოში ერთდროულად 35 000 ტონა ხორბლის შენახვაა შესაძლებელი,“ -განაცხადა ბეჟაშვილმა.

კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვებისა და აკრძალვების სრული ჩამონათვალი 28 მარტისთვის >>

საქართველოს მთავრობამ პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების პროგრამა დაამტკიცა, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 10 მლნ ლარი გამოიყოფა სურსათის ცალკეულ სახეობებზე ფასების დაზღვევისთვის.  პროგრამა გულისხმობს ფასების სხვაობის დაზღვევას გაცვლითი კურსის მიხედვით ცხრა სახეობის პროდუქტებზე: ბრინჯი, მაკარონის ნაწარმი, წიწიბურა, მზესუმზირის ზეთი, შაქარი, ხორბალი, ხორბლის ფქვილი, მშრალი რძე და ლობიო.

კორინავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობამ 21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო, ხოლო 23 მარტს მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში კარანტინი გამოცხადდა.