აშშ საქართველოს ჯანდაცვის სფეროს დასახმარებლად 1,1 მლნ დოლარს გადასცემს

28 მარტის ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 85 ადამიანს მიაღწია. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 14
Sputnik

თბილისი, 28 მარტი - Sputnik. ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს 1,1 მილიონ დოლარს ჯანდაცვის სფეროს დასახმარებლად გადასცემს, ნათქვამია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კარლ ჰარცელი – საქართველო ის საუკეთესო ადგილია, სადაც შეიძლება ვყოფილიყავი ამ რთულ დროს >>

28  მარტის ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 85 ადამიანს მიაღწია. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 14. საკარანტინო სივრცეში იმყოფება 4534, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 276 ადამიანია.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული,  დაფინანსდება ლაბორატორიული სისტემების მომზადება, ეპიდემიოლოგიური გამოკვლევები და სხვა.

„კერძოდ, დაფინანსდება ლაბორატორიული სისტემების მომზადება, ეპიდემიოლოგიური გამოკვლევები და მეთვალყურეობა, ტექნიკურ ექსპერტთა დახმარება და მომზადება, ინფორმაციის გაცვლა და სხვა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
„სრული მობილიზება უნდა გამოვაცხადოთ“: რუხის კლინიკა კორონავირუსთან ბრძოლაში ერთვება

საქართველოს მთავრობამ 21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო, ხოლო 23 მარტს მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში კარანტინი გამოცხადდა.

რაც შეეხება აშშ-ს, ამჟამად ეს ქვეყანა კორონავირუსის პანდემიის ეპიცენტრად იქცა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 100 ათასს გადააჭარბა, გარდაცვლილია 1704 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 2,5 ათასი პაციენტი.