საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 83-მდე გაიზარდა

ამ დროისათვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4505 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 247 პაციენტია.
Sputnik

 

თბილისი, 27 მარტი - Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 83-ს მიაღწია. ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge

საქართველოში  კორონავირუსისგან 14 ადამიანი გამოჯანმრთელდა

ამ დროისათვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4505 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 247 პაციენტია.

ამასთან, დღეს გახდა ცნობილი, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსის დაავადებისგან უკვე 14 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

საქართველოს მთავრობამ 21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო, ხოლო 23 მარტს მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში კარანტინი გამოცხადდა. 

საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით მოქალაქეებისთვის და როგორც სახელმწიფო, ისე კერძო ორგანიზაციებისთვის აკრძალული ან შეზღუდულია რიგი მოქმედებები. დეტალურად ინფორმაციას ამის შესახებ გაეცანით აქ