საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა

ახალი კორონავირუსით ინფიცირებულის გამოჯანმრთელების შემთხვევა ამჯერად საჩხერის სამედიცინო ცენტრში დაფიქსირდა.
Sputnik

თბილისი, 26 მარტი – Sputnik. საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსის დიაგნოზით მოთავსებული ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 4 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

კლინიკის სამედიცინო მენეჯერის, მაია ხელაძის  განუცხადებით, კლინიკაში ამ დიაგნოზით კიდევ  სამი პაციენტი რჩება და მათი მკურნალობა გრძელდება.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 79 შემთხვევაა, რომელთაგანაც 11 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში რჩება 4346 ადამიანი. ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ  247 პაციენტია.

საქართველოს მთავრობამ 21 მარტს ერთი თვით ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო, 23 მარტს კი მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები საკარანტინო ზონად გამოაცხადა.