ჩვენ ყველას გვყავს ჩვენი წილი დოჩანაშვილი: კალაძე დოჩანაშვილს დაბადების დღეს ულოცავს

გურამ დოჩანაშვილის შემოქმედება თარგმნილია მრავალ ენაზე, მისი ნაწარმოებები საფუძვლად დაედო ცნობილ კინოფილმებსა და ტელესპექტაკლებს.
Sputnik

თბილისი, 26 მარტი – Sputnik. თბილისის მერი კახა კალაძე გამოჩენილ ქართველ მწერალს გურამ დოჩანაშვილს დაბადების დღეს ულოცავს.

ქართული თანამედროვე ლიტერატურის კლასიკოსს, მწერალ გურამ დოჩანაშვილს დღეს 81 წელი შეუსრულდა.

გურამ დოჩანაშვილი: ერის უბედურებაა პირველობისა და დაუმსახურებელი უზრუნველყოფის სურვილი

„დაბადების დღეს ვულოცავ ქართველ კლასიკოსს, თანამედროვეობის გამორჩეულ მწერალს გურამ დოჩანაშვილს. ჩვენ ყველას გვყავს ჩვენი წილი დოჩანაშვილი, კაცი, რომელიც გვაყვარებს არა მხოლოდ ლიტერატურას, არამედ კაცობრიობას, მთელ სამყაროს. დიახ, დედამიწას სიყვარული ამოძრავებს და დღეს, მთელი მსოფლიოსთვის რთულ პერიოდში, ეს კიდევ უფრო თვალნათელია. ჯანმრთელობას და ხანგრძლივ შემოქმედებით სიცოცხლეს ვუსურვებ ბატონ გურამს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ!“ – წერს კალაძე სოციალურ ქსელში.

გურამ დოჩანაშვილი თანამედროვე ქართული პროზის ერთ-ერთი ძალზე მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. დაიბადა 1939 წელს. მკითხველისთვის ცნობილია მისი ნაწარმოებები – „სამოსელი პირველი", „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა", „ვატერ(პო)ლოო ანუ აღდგენითი სამუშაოები", „ხორუმი ქართული ცეკვაა" და სხვ.

თბილისში გურამ დოჩანაშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი დაფუძნდა>>

გურამ დოჩანაშვილის შემოქმედება თარგმნილია მრავალ ენაზე, მისი ნაწარმოებები საფუძვლად დაედო ცნობილ კინოფილმებსა და ტელესპექტაკლებს.