COVID-19 - ბოლო ცნობები

ევროკავშირმა მოუწოდა G20-ის ქვეყნებს დაეხმარონ ერთმანეთს მოქალაქეთა რეპატრიაციაში

ევროკავშირის ლიდერებმა G20-ის სამიტზე აღნიშნეს, რომ კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად მნიშვნელოვანია ვაჭრობის შენარჩუნება
Sputnik

თბილისი, 26 მარტი – Sputnik. ევროკავშირმა მოუწოდა „დიდი ოცეულის“ წევრებს დაეხმარონ ერთმანეთს იმ მოქალაქეების დაბრუნებაში, რომლებიც COVID-19-ის საწინააღმდეგო ზომების გამო უცხოეთში ჩარჩნენ და სურთ სახლში დაბრუნება, ნათქვამია ევროკომისიის და ევროსაბჭოს ხელმძღვანელების განცხადებაში, რომელიც G20-ის ვიდეოკონფერენციის შემდეგ გაკეთდა.

ახალი კორონავირუსის პანდემიის ფონზე მთელმა რიგმა ქვეყანამ ჩაკეტა საზღვრები, შეამცირა სატრანსპორტო მიმოსვლა. ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა სახელმწიფოს მოქალაქეები თავისი საცხოვრებელი ქვეყნების ფარგლებს გარეთ დაბლოკილები აღმოჩნდნენ.

პუტინმა G20-ის სამიტზე კორონავირუსის წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებები დაასახელა

„ევროკავშირმა მოუწოდა G20-ის წევრებს დაეხმარონ ერთმანეთს მოქალაქეთა რეპატრიაციაში, რომლებიც უცხოეთში აღმოჩნდნენ და სამშობლოში დაბრუნება სურთ“, - ნათქვამია დოკუმენტში.

ევროკომისიის და ევროსაბჭოს ხელმძღვანელებმა ურსულა ფონ დერ ლაინენმა და შარლ მიშელმა G20-ის ვიდეოკონფერენციაზე აღნიშნეს, რომ COVID-19-ის პანდემიის მიუხედავად საჭიროა შენარჩუნდეს ვაჭრობა და ახალი შეზღუდვების თავიდან აცილება, ნათქვამია განცხადებაში.

„პრეზიდენტმა მიშელმა და პრეზიდენტმა ფონ დერ ლაინენმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ იმისათვის, რომ შეიზღუდოს ზეგავლენა ჩვენს ეკონომიკებზე და შენარჩუნდეს საჭირო დამცავი და სამედიცინო აღჭურვილობის წარმოების და მიწოდების უნარი, საჭიროა შევინარჩუნოთ ღიად სავაჭრო ნაკადები და მიწოდებების ჯაჭვები და თავიდან ავიცილოთ რაიმე ახალი შეზღუდვები“, - ნათქვამია განცხადებაში.

G20-ის ვირტუალური სამიტი: საუდის არაბეთის მეფემ ლიდერებს ვირუსთან ერთად ბრძოლისკენ მოუწოდა >>

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ იმის ფონზე, რომ ამჟამად ევროპა COVID-19-ის გლობალური კრიზისის ეპიცენტრშია, ევროკომისიის და ევროსაბჭოს ხელმძღვანელებმა G20-ის ყველა ლიდერს მადლობა გადაუხადეს სოლიდარობისთვის, რომელიც გამოიხატა ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოებისადმი, რომლებიც ამ კრიზისმა ყველაზე მეტად დააზარალა.