COVID-19 - ბოლო ცნობები

ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრე ინფიცირებულია: პრინცი თვითიზოლაციაშია

სასახლის კარზე აცხადებენ, რომ იმის დადგენა, კონკრეტულად ვისგან დაინფიცირდა პრინცი ჩარლი, შეუძლებელია, ვინაიდან ის უამრავ საჯარო ღონისძიებაში იღებდა მონაწილეობას.
Sputnik

თბილისი, 25 მარტი — Sputnik. ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედის მემკვიდრე პრინცი ჩარლზი ახალი ტიპის კორონავირუსითაა ინფიცირებული, იუწყება Sky News-ი სამეფო კართან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით. 

COVID-19: ჯანმო ეპიდემიის ახალ შესაძლო ეპიცენტრს ასახელებს

აღინიშნება, რომ ტახტის მემკვიდრეს COVID-19-ის მსუბუქი სიმპტომები აქვს, სხვა მხრივ ის ჯანმრთელია.

გავრცელებული ინფორმაციით, პრინცი ჩარლზი ამ დროისათვის თვითიზოლაციაში იმყოფება მეუღლესთან, კორნუოლის ჰერცოგინია კამილა როზმარისთან ერთად, რომლის ტესტმაც უარყოფითი პასუხი აჩვენა.

„მთავრობისა და ექიმების რეკომენდაციების შესაბამისად, პრინცი და ჰერცოგინია შოტლანდიაში არიან თვითიზოლაციაში“, — წერს გამოცემა.

სასახლის კარზე აცხადებენ, რომ იმის დადგენა, კონკრეტულად ვისგან დაინფიცირდა პრინცი ჩარლი, შეუძლებელია, ვინაიდან ის უამრავ საჯარო ღონისძიებაში იღებდა მონაწილეობას.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ამ დროისათვის დიდ ბრიტანეთში COVID-19-ით ინფიცირებულია 8 154 ადამიანი. აქედან გარდაიცვალა 423 და განიკურნა 140 პაციენტი.