მსოფლიო დღეს

„სამმაგი თავდაცვა“ – ჩინეთი იმპორტირებული ვირუსის აღსაკვეთად ახალ ზომებს იღებს

გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო პერიოდში ქვეყანაში ინფიცირების მხოლოდ „იმპორტირებული“ შემთხვევები ფიქსირდება.
Sputnik

თბილისი, 25 მარტი — Sputnik. ჩინეთის ხელისუფლება, უცხო ქვეყნებიდან COVID-19-ის შემოტანის აღსაკვეთად, თავდაცვის სამმაგ ხაზს აწესებს, იუწყება ქვეყნის დაავადებათა პროფილაქტიკისა და კონტროლის ცენტრი. 

ჩინური გამოცდილება: ცნობილია ფაქტორები, რითიც ქვეყანამ ოპერატიულად დაამარცხა ეპიდემია

გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო პერიოდში ქვეყანაში ინფიცირების მხოლოდ „იმპორტირებული“ შემთხვევები ფიქსირდება. ორშაბათის მონაცემებით, ასეთი 427 შემთხვევაა გამოვლენილი.

შესაბამისად, ხელისუფლებამ ახალი ღონისძიებები წამოიწყო. „სამმაგი თავდაცვის“ პირველ ხაზზე მებაჟეები დგანან, რომლებმაც ბოლო 40 დღის განმავლობაში არაერთი ინფიცირებული მგზავრი გამოავლინეს სხეულის ტემპერატურის გაზომვითა და ასევე მათი გადაადგილების ისტორიის შემოწმებით.

COVID 19: მეცნიერებს ბავშვები რისკის ჯგუფში შეჰყავთ - უახლესი კვლევა და გაფრთხილება>>

მეორე ხაზი — ორკვირიანი კარანტინია, სადაც ქვეყანაში საზღვარგარეთიდან უკლებლივ ყველა შესული გადაჰყავთ, მათი მოქალაქეობრივი კუთვნილების მიუხედავად.

თავდაცვის მესამე ხაზზე ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში გამოცდილი ექიმები დგანან. მათი ამოცანა იმ ინფიცირებულების აღმოჩენაა, რომელთა გამოვლენა პირველ ორ ხაზზე ვერ მოხერხდა.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ეპიდემიის აფეთქების დღიდან მსოფლიოში სულ 425 493 ადამიანი დაინფიცირდა. აქედან გარდაიცვალა 18 963 და განიკურნა 109 191 პაციენტი.