თბილისს დეზინფექცია ჩაუტარდა: როგორ ებრძვიან კორონავირუსს საქართველოს დედაქალაქში

თბილისის ცენტრალურ ქუჩებს ადამიანების ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო სპეციალური ხსნარით დეზინფექცია ჩაუტარდა. იხილეთ ვიდეოში, რა ზომები მიიღო ქალაქის ხელისუფლებამ კორონავირუსი COVID-19-ის გავრცელების შესაჩერებლად
Sputnik

საქართველოში ახალი კორონავირუსი COVID-19-ით დაინფიცირების 75 შემთხვევაა დაფიქსირებული. 

თბილისელები და კორონავირუსი: როგორ გახდა ნიღბები ქალაქელების ცხოვრების ნაწილი - ფოტო

ინფექციის გავრცელების შესაჩერებლად ქვეყნის დედაქალაქში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებმა სპეცტექნიკის დახმარებით მასშტაბური დეზინფექცია ჩაატარეს.

სადეზინფექციო სამუშაოებში სოფლის მეურნეობის სამინისტროს 60 ერთეული სპეცტექნიკა გამოიყენებოდა. აუცილებლობის შემთხვევაში ეს ტექნიკა შესაძლოა ქვეყნის რეგიონებშიც გამოიყენონ.