გეგმური ოპერაციები საქართველოში – ჯანდაცვის მინისტრი განმარტავს

საქართველოში ყველა კლინიკას მისცეს რეკომენდაცია, ოთხი თვით გადადონ ყველა დაგეგმილი ოპერაცია, გარდა გადაუდებელი ოპერაციებისა და მთლიანად გადაერთონ კორონავირუსის ინფექციაზე.
Sputnik

თბილისი, 24 მარტი — Sputnik. საქართველოში ყველა გეგმური ოპერაცია ოთხი თვით გადაიდო, გადაწყვეტილება არ ეხება სასწრაფო ოპერაციებს, განაცხადა ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

უკვე 67: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა

ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებას უკავშირდება, რომელთან ბრძოლაშიც პრაქტიკულად ქვეყნის მთელი მედპერსონალია ჩართული.

„გეგმურ ოპერაციებთან დაკავშირებით ჩვენ შევიტანეთ ცვლილება და იგეგმება ოთხთვიან ჭრილში გეგმური ოპერაციების გადავადება. თუმცა, არ გადავადდება სასწრაფო გადაუდებელი ოპერაციები“, – განაცხადა ტიკარაძემ.

24 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 67-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 9, კარანტინში იმყოფება 4055 მოქალაქე, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ – 252.