თბილისი, 24 მარტი — Sputnik. ტრადიციული ჩინური მედიცინის პრეპარატები ეფექტური აღმოჩნდა ახალი კორონავირუსული პნევმონიის მკურნალობაში, განაცხადა ტრადიციული ჩინური მედიცინის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტის ხელმძღვანელმა იუ იანჰუნმა.
მისი თქმით, საუკეთესო შედეგი ორმა პრეპარატმა აჩვენა. პირველი — ეს არის 13 ყვავილისა და ბალახისგან დამზადებული აბები, რომლებიც ხსნის ცხელებას, ამსუბუქებს ხველას, აქრობს ფილტვების ანთებას და ამასთან აქვს ზოგადმატონიზირებელი მოქმედება. მათ ძირითადად COVID-19-ის მსუბუქი სიმპტომების დროს იყენებდნენ.
აღსანიშნავია, რომ ამ პრეპარატმა იტალიელი ექიმების აღიარებაც მოიპოვა, სადაც კორონავირუსული პნევმონიის წინააღმდეგ საბრძოლველად უკვე ამ აბების 100 ათასი შეკვრა გაიგზავნა. მალე კიდევ 100 ათასი გაიგზავნება.
მეორე პრეპარატს კრიტიკულად დაავადებული პაციენტების შემთხვევაში იყენებდნენ. ეს ხუთი სამკურნალო მცენარისგან დამზადებული ინექციაა, რომელიც ეფექტურია სეფსისის სამკურნალოდ, ხელს უშლის მაღალ ტემპერატურაზე სისხლის გადაჭარბებულ შედედებას, აქვს კარგი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.
COVID-19-ის სტრესის დასაძლევად: ექსპერტები გამოსავალს ასახელებენ>>
საერთო ჯამში ჩინეთში კორონავირუსული პნევმონიით დაავადებულ პაციენტთა 91,5%-ს სწორედ ტრადიციული ჩინური მედიცინის მეთოდების გამოყენებით მკურნალობდნენ. შემთხვევათა 90%-ში ამან დადებითი შედეგი მოიტანა.
აღსანიშნავია, რომ ტრადიციული ჩინური მედიცინა საზღვარგარეთ აქტიურად ვითარდება და დღეს ჰოსპიტლები მსოფლიოს 183 ქვეყანაში ფუნქციონირებს, 30 ქვეყანაში კი ტრადიციული ჩინური მედიცინის 100-ზე მეტი სკოლაა გახსნილი. ამასთან ჯანმოს 103-მა წევრმა აკუპუნქტურის გამოყენებას დაუჭირა მხარი.
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ამ დროისათვის ჩინეთში უკვე 73 278 ინფიცირებულია გამოჯანმრთელებული. სულ ეპიდემიის აფეთქების დღიდან ქვეყანაში COVID-19-ით დაავადდა 81 558 ადამიანი, რომელთაგან 3 281 გარდაიცვალა.