საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობა 66-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევა 66-მდე გაიზარდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3320 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ – 235.
Sputnik

თბილისი, 24 მარტი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 66-ს მიაღწია.

ინფორმაცია ამის შესახებ სულ ცოტა ხნის წინ მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა.

ამ დროისათვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3320 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ – 235.

საქართველოს მთავრობამ 21 მარტს ქვეყანაში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 22 მარტს – კარანტინი მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში. მარნეულში გამოვლინდა კორონავირუსით დაავადებული ქალი, რომლის დაინფიცირების წყარო ვერ დადგინდა.