ორი კვირის გრაფიკი: როდის შეძლებენ ევროპაში მყოფი ქართველები სამშობლოში დაბრუნებას

საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, გასული თვე-ნახევრის განმავლობაში საქართველოს 3000-მდე მოქალაქე დაბრუნდა სამშობლოში სპეციალური რეისებით ჩინეთიდან, იტალიიდან, პოლონეთიდან, ნიდერლანდებიდან, გერმანიიდან და ა.შ.
Sputnik

თბილისი, 23 მარტი – Sputnik. საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ეტაპობრივად დააბრუნებენ სამშობლოში, განაცხადა მთავრობის კანცელარიაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.

კორონავირუსისგან უკვე რვა ადამიანი განიკურნა

დავით ზალკალიანის განცხადებით, კვირის განმავლობაში ორი რეისი შედგება. უკვე დაგეგმილი ორი კვირის გრაფიკი კი ასეთია:

23 მარტი - საქართველოს მოქალაქეებს დააბრუნებენ ბერლინიდან, სადაც ადამიანებს სხვადასხვა ევროპული ქალაქებიდან მოუყარეს თავი;
24 მარტი - ბერძნული ავიახაზები “ეგეოსი” ჩამოიყვანს საქართველოს მოქალაქეებს და წაიყვანს საბერძნეთის მოქალაქეებს;
26 მარტი - თბილისი-ვენა-თბილისი;
31 მარტი - თბილისი-ამსტერდამი-თბილისი;
3 აპრილი - თბილისი-ვარშავა-თბილისი;
7 აპრილი - თბილისი-ათენი-თბილისი;
10 აპრილი - თბილისი-ლარნაკა-თბილისი.

ავიაბილეთის ფასი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მითითებით, არ უნდა აღემატებოდეს 199 ევროს.

კორონავირუსით ინფიცირებული ქალი მარნეულიდან კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია >>>

საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეებისთვის სავალდებულოა 14-დღიანი კარანტინის გავლა. ზალკალიანი განმარტავს, რომ აუცილებელია მოქალაქეები საქართველოში ეტაპობრივად ჩამოვიდნენ, რათა დაცული იყოს ზუსტი თანაფარდობა არსებულ საკარანტინო სივრცეებსა და საქართველოში დასაბრუნებელ მოქალაქეებს შორის.

საკარანტინო შეზღუდვები მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში: კონკრეტული წესების ჩამონათვალი

საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, გასული თვე-ნახევრის განმავლობაში საქართველოს 3000-მდე მოქალაქე დაბრუნდა სამშობლოში სპეციალური რეისებით ჩინეთიდან, იტალიიდან, პოლონეთიდან, ნიდერლანდებიდან, გერმანიიდან და ა.შ.

ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, მკაცრად შეზღუდა მოქალაქეების გადაადგილება და საზღვრები ღია დატოვა მხოლოდ სატვირთო გადაზიდვებისთვის.

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 54 შემთხვევა დადასტურდა. სრულად განიკურნა 8 ადამიანი.