ლისის ტბის ადმინისტრაცია მოქალაქეებს ტბაზე სტუმრობისგან თავის შეკავებას ურჩევს

ლისის ტბის ადმინისტრაციის განცხადებით, რეკრეაციულ ზონაში ხალხის საკმაოდ დიდი რაოდენობა იყრის თავს, ამით კი საფრთხე ექმნება მოსახლეობის ჯანმრთელობას.
Sputnik

თბილისი, 23 მარტი - Sputnik. ლისის ტბის ადმინისტრაცია სთხოვს მოსახლეობას  თავი შეიკავონ ლისის ტბაზე სტუმრობისგან, ქვეყანაში კორონავირუსის მიზეზით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პერიოდში., ნათქვამია ადმინისტრაციის გვერდზე Facebook-ში.

„შესაძლოა თქვენ ოჯახის მხოლოდ 2-3 წევრთან ერთად სტუმრობთ ტბას, მაგრამ, საბოლოო ჯამში რეკრეაციულ ზონაში ხალხის საკმაოდ დიდი რაოდენობა იყრის თავს, ამით კი საფრთხე ექმნება თქვენს და გარშემომყოფების ჯანმრთელობას“, - წერს ლისის ტბის ადმინისტრაცია.
კორონავირუსით ინფიცირებული 62 წლის ქალის კონტაქტები შეამოწმეს

21 მარტს ცნობილი გახდა, რომ ქვეყანაში 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა ცხადდება. სხვა შეზღუდვებთან ერთად, იკრძალება 10 კაცზე მეტი ადამიანის შეკრება. კვირას კი მარნეულისა და ბოლნისის  რაიონებში მკაცრი კარანტინი ამოქმედდა. მუნიციპალიტეტებში შესვლა და გამოსვლა იკრძალება.

23 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 61 შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 8. საკარანტინო სივრცეში იმყოფება 3320, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 235 ადამიანია.