საქართველოს მთავრობამ წუხელ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი დააწესა.
შეზღუდვები უკავშირდება საქართველოში კორონავირუსის ერთ-ერთი უკანასკნელი შემთხვევის დადასტურებას – მარნეულში ინფექცია აღმოაჩნდა 67 წლის ქალს, რომელიც რამდენიმე დღის მანძილზე დაკრძალვაზე ათეულობით ადამიანთან ერთად იმყოფებოდა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ამ რაიონების მკვიდრებმა არ უნდა დატოვონ ტერიტორია.