საკარანტინო ზონა: ჯარმა და პოლიციამ საქართველოს ორი რაიონი იზოლაციაში მოაქცია

საქართველოს ორ რაიონში - მარნეულსა და ბოლნისში მკაცრი კარანტინი გამოცხადდა. რა ხდება დახურულ ტერიტორიაზე, იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეოში
Sputnik

საქართველოს მთავრობამ წუხელ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი დააწესა. 

მარნეული კარანტინში: როგორ გამოიყურება ბლოკპოსტები გზაზე – ფოტო

შეზღუდვები უკავშირდება საქართველოში კორონავირუსის ერთ-ერთი უკანასკნელი შემთხვევის დადასტურებას – მარნეულში ინფექცია აღმოაჩნდა 67 წლის ქალს, რომელიც დაკრძალვაზე ათეულობით ადამიანთან ერთად იმყოფებოდა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ამ რაიონების მკვიდრებმა არ უნდა დატოვონ ტერიტორია.