ტოჩინოშინმა გაზაფხულის ჰაცუ ბაშო წაგებით დაასრულა

ჰაცუ ბაშოს შედეგების მიხედვით უარყოფითი ბალანსი ნიშნავს იმას, რომ განახლებულ რეიტინგში ქართველი სპორტსმენი რამდენიმე პოზიციით ჩამოქვეითდება
Sputnik

თბილისი, 22 მარტი - Sputnik. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინმა) ოსაკაში გაზაფხულის ჰაცუ ბაშოზე ასპარეზობა წაგებით დაასრულა.

იაპონიის ტურნირზე ტოჩინოშინმა მერვე მარცხი განიცადა

ტურნირის დასკვნით დღეს ტოჩინოშინი აღმოსავლეთის მე-18 მაეგაშირა კოტონოვაკესთან დამარცხდა.

ტოჩინოშინისთვის ეს წაგება ტურნირზე მეცხრე გახდა, გამარჯვება კი ექვსჯერ მოიპოვა. ჰაცუ ბაშოს შედეგების მიხედვით უარყოფითი ბალანსი ნიშნავს იმას, რომ განახლებულ რეიტინგში ქართველი სპორტსმენი რამდენიმე პოზიციით ჩამოქვეითდება. ამ მომენტისათვის ჩვენი სპორტსმენი დასავლეთის მეცხრე მაეგაშირაა.

რაც შეეხება ტურნირის გამარჯვებულს, ის გახდა 69-ე იოკოძუნა ჰაკუხო, რომელმაც იმპერატორის თასი 44-ედ მოიგო.