COVID-19 - ბოლო ცნობები

რუსეთი ყველა ქვეყანასთან ავიამიმოსვლას წყვეტს

გამონაკლისია - რეგულარული რეისები მოსკოვიდან დედაქალაქების ან დიდი ქალაქების მიმართულებით (სულ 146). გარდა ამისა, ჩარტერული რეისები შესრულდება მანამ, სანამ ყველა რუსეთის მოქალაქე არ დაბრუნდება სამშობლოში
Sputnik

თბილისი, 22 მარტი - Sputnik. რუსეთი 23 მარტიდან აჩერებს ავიამიმოსვლას ყველა ქვეყანასთან, იუწყებიან „როსავიაციაში“.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ აღნიშნული ზომა 20 მარტით დათარიღებული მთავრობის დავალების შესაბამისად არის შემოღებული.

რუსეთი იტალიას კორონავირუსთან ბრძოლაში დაეხმარება

დროებითო შეზღუდვა სამგზავრო ავიაგადაზიდვებზე რუსეთის ტერიტორიიდან სხვა ქვეყნების მიმართულებით 2020 წლის 23 მარტის 00:00 საათიდან ამოქმედდება.

გამონაკლისი გაკეთდება რეგულარული რეისებისთვის მოსკოვიდან დედაქალაქების ან დიდი ქალაქების მიმართულებით - სულ 146 ქალაქია სიაში (თითო რეისი თითო ქვეყანაში).

„არავითარი ჩარტერული თვითმფრინავი, ისხდნენ ახლა იქ!“ - ლუკაშენკო თანამემამულეებზე ბრაზობს >>

გარდა ამისა, კიდევ ერთ გამონაკლისს წარმოადგენს ჩარტერული რეისები. ეს რეისები შესრულდება მხოლოდ აღნიშნულ სახელმწიფოებში მათი მოქალაქეების ან სხვა ქვეყნების მოქალაქეების გადასაყვანად ან რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების მიზნით - მანამ, სანამ რუსეთის ყველა მოქალაქე არ დაბრუნდება სამშობლოში.