იტალიის ტელევიზიით ნაჩვენები  საშინელი კადრები და  იტალიელების დევიზი Andra tutto bene

ბოლო თვეებია, რაც სხვა რეალობაში ცხოვრება გვიწევს და იძულებული გავხდით, რომ მის მიერ „შეთავაზებულ“ კანონებს დავემორჩილოთ.
Sputnik

 

პირველ რიგში, ეს იმ ქვეყნებს ეხება, სადაც კორონას გამო მდგომარეობა გამწვავებულია და მათ შორის,  იტალია „ლიდერობს“. „Resta a casa!,fai cio chea ami, fai cio che non hai mai provato! non prediamo la sperenaza, andiamo avanti, andra tutto bene“- ანუ „დარჩი სახლში! გააკეთე ის, რაც გიყვარს, გააკეთე ის, რაც არასოდეს გიცდია, ვიქონიოთ იმედი, წინ წავიდეთ და ყველაფერი კარგად იქნება!“ -ასეთია ამ დღეებში იტალიელების სლოგანი, რაც მათ ცხოვრების ახალ წესს კარნახობს და ისინიც მას ცოტა დაგვიანებით, მაგრამ მაინც დაემორჩილნენ.

გადავწყვიტეთ, რომ  ყველაზე ცხელ წერტილში, ანუ იტალიაში მყოფ რესპონდენტს დავუკავშირდეთ და მისგან უშუალოდ გავიგოთ თუ რა ხდება. ქალბატონი ნელი გოძიაშვილი, დიდი ვასო გოძიაშვილის შთამომავალი გახლავთ, მისი ულამაზესი ხელოვნება ადრე უკვე გაგაცანით, ამჯერად ჩვენი საუბრის თემა გასხვავებულია...

იტალიის ტელევიზიით ნაჩვენები  საშინელი კადრები და  იტალიელების დევიზი Andra tutto bene

-ქალბატონო ნელი, როგორ ბრძანდებით და რა ხდება თქვენთან?

-ალბათ იცით, რომ ყველაზე ცუდი სიტუაცია იტალიაშია და არ გეგონოთ, რომ მარტო ასაკოვანი ხალხია დაღუპულები, ახალგაზრდებიც არიან. ყველაზე ცუდი სიტუაცია ბერგამოშია, მე მილანთან ახლოს მდებარე ქალაქ ბორგოსეზიაში ვარ. თუ მკითხავთ: რატომ მოხდა ასე? პასუხი ერთია: არ გაფრთხილდნენ, თან იტალიელს სახლში გააჩერებთ? თანაც, მაინც არავის ეგონა, რომ ვირუსი ასე უცბად გავრცელდებოდა, თორემ იტალიელებს ძალიან უყვართ საკუთარი თავი და სიცოცხლე და სხვანაირად მოიქცეოდნენ. მე ოჯახში ვმუშაობ, გარეთ არ გავდივარ, ნიღაბი და ხელთათმანებიც მაქვს. მთავარი აღარ მაქვს: ჯანმრთელობა, ნერვები, ენერგია,ფსიქიკა...

იტალიის ტელევიზიით ნაჩვენები  საშინელი კადრები და  იტალიელების დევიზი Andra tutto bene

-მასობრივი ინფორმაციის საშუალებები როგორ აშუქებენ შექმნილ სიტუაციას?

- მუდმივად გადის ეთერში რეკლამები ხელების ხშირად დაბანის მოწოდებაზე. ამას წინათ პრემიერ-მინისტრი გამოვიდა და ხალხი გააფრთხილა გარეთ არ გახვიდეთო. როცა საინფორმაციოები გადის ისინი ძალიან ბევრ ნეგატიურ ინფორმაციას აცხადებენ. დაღუპულებს შორის ექიმები და ექთნებიც არიან. სულ ახლახან იტალიაში  ჩინელი ექიმები ჩამოვიდნენ, პაციენტებს უკვე ვეღარ აუდიან. იტალიის ტელევიზია ყოველ დღე, 24-საათის განმავლობაში აცხადებს, რომ არა ნაკლები 500-მდე ადამიანია გარდაცვლილი. თან აჩვენებენ საშინელ კადრებს როგორ და რანაირად გამოაქვთ პალატებიდან სასახლეები, რომელშიც  ლურჯ და თეთრი ცელოფნებში შეფუთული ცხედრებია, სასახლეზე კი წითელი ვარდები დევს. აბა, როგორი სანახავია? როცა ჩემი ქალბატონის ქალიშვილს ვეკითხები ასე რატომ იქცევიან მეთქი? მპასუხობს, რომ ამით ხალხს აშინებენ და აფრთხილებენ, რომ წესები დაიცვანო.

იტალიის ტელევიზიით ნაჩვენები  საშინელი კადრები და  იტალიელების დევიზი Andra tutto bene

- თქვენ სადაც ხართ იმ ოჯახში რა ხდება?

- ის ქალბატონი ვისაც ვუვლი, პირველ აპრილს 94 წლის გახდება  და ჟურნალ-გაზეთებს და ლიტერატურას უსათვალოდ კითხულობს. ასპროცენტიანი ნათელი გონება აქვს.

იტალიის ტელევიზიით ნაჩვენები  საშინელი კადრები და  იტალიელების დევიზი Andra tutto bene

-იტალიელი ექიმები რას აცხადებენ და სამედიცინო დახმარებას ვინ გიწევთ?

-აქაურ ექიმებს ამდენი ჯაფისგან თვალები დასიებული  და სახე დალურჯებული აქვს, ჩაწითლებული და დასიებული თვალები პირბადეებისგან და სპეციალური ტანსაცმლის გამო. რაც შეეხება სამედიცინო დახმარებას, აქ მყავს უფასო ექიმი, რომელსაც „ტესერა სანიტარიას" ეძახიან. ისე გულწრფელად გეტყვით, რომ ჩვენი ექიმები იტალიელ კოლეგებს ბევრად ჯობნიან. ყველაზე ეს არ ითქმის, მაგრამ საერთო მასაზე ვამბობ. ჩვენი ექიმები გაცილებით პროფესიონალები არიან.

იტალიის ტელევიზიით ნაჩვენები  საშინელი კადრები და  იტალიელების დევიზი Andra tutto bene

- ალბათ რაიმე ნათელი წერტილი მაინც ახლავს ცხოვრებას?..

- პოზიტივზეც მოგახსენებთ.. აქ ჩემს ევროპელ მეგობარს სახლი აქვს ულამაზეს მთიან სოფელ სანბონონიოში , სადაც სულ მეპატიჟებიან ხოლმე. სახლის იქით , ტყის ნაწილი მათ ეკუთვნის. ამას წინათ ერთ-ერთი სახლის ღობესთან კრამიტები შევნიშნე, თითო ალბათ სამ კილოს იწონის. ჰოდა, დავბრუნდი სახლში ავიღე დიდი პარკი და სამი ცალი წამოვიღე. სახლში მოსულმა კი ეს კრამირები ყვავილებით მოვხატე, ყველას ძალიან მოეწონა.

იტალიის ტელევიზიით ნაჩვენები  საშინელი კადრები და  იტალიელების დევიზი Andra tutto bene

მიუხედავად იმისა, რომ ევროპელებს ჩემი სურვილით ვუხატავ: ტილოზე, მინის ჭურჭელზე, კერამიკის ნივთებზე და ა.შ. არ მახსოვს შემთხვევა, რომ ჩემი შრომის გამო რაიმე ნივთი არ ეჩუქებინათ. თავად  არასოდეს ვითხოვ რაიმეს, რამდენმა ფულიც შემომთავაზა და არასოდეს ამიღია... მოკლედ მიუხედავად იმსია, რაც ხდება იტალიაში, ცხოვრება გრძელდება და როგორც არასდროს, დღეს უფრო ხშირად იმეორებენ იტალიელები: „Andra tutto bene“-ყველაფერი კარგად იქნება“...