მოსაზრება: ამერიკა ფიქრობს, როგორ დასაჯოს რუსეთი ნავთობის ბაზრის ჩამოშლისთვის

ფასების ომს ფორმატით „ყველა ერთის წინააღმდეგ“ ნავთობის ბაზარზე ის მოჰყვა, რომ ვაშინგტონში მწიფდება შურისძიების გეგმები და სურვილი იმისა, შეძლებისდაგვარად მკაცრად დასაჯოს საუდის არაბეთი და რუსეთი — მაგალითად, ნავთობსანქციების მეშვეობით.
Sputnik

ივან დანილოვი

ხოლო თუ ყველაფერს თავის სახელს დავარქმევთ, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ ამერიკელი კანონმდებლები მზად არიან წავიდნენ ნებისმიერ ნაბიჯებზე (ყველაზე უგუნურზეც კი) იმისათვის, რომ გადაარჩინონ თავიანთი სპონსორები — ფიქალური ნავთობის კომპანიები, რომლებიც ბევრი შტატისთვის გადასახადების ძირითადი გადამხდელები და დამსაქმებლები არიან. 

ნავთობის ფასები და ალტერნატიული ენერგეტიკის კარხი: ვინ გამოვა გამარჯვებული

თუ ამისთვის რუსულ და არაბულ ნავთობზე ემბარგოს დაწესება იქნება საჭირო, მაშინ ეს, გავლენიანი რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლების აზრით, სრულიად გონივრული ფასი იქნება.

სწორედ ტოტალურ ემბარგოს ითხოვენ კიდეც ისინი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისგან. მიუხედავად ამერიკული ნავთობკომპანიების გადარჩენისადმი ამგვარი მიდგომის უპრეცედენტობისა, პრინციპში, უნდა ითქვას, რომ თეთრ სახლს აქვს ამგვარი ქმედებების უფლება. წარსულში, პოლიტიკური მოსაზრებების გამო, ვაშინგტონი უკვე არაერთხელ მისულა გადაწყვეტილებამდე, რომელთა გამო მერე ძალიან უნანია.

სპეციალიზებული საინფორმაციო სააგენტო S&P Global Platts-ი იუწყება:

„სენატორმა კევინ კრამერმა, ჩრდილოეთ დაკოტელმა რესპუბლიკელმა <...> ტრამპს წერილი მისწერა, რომლითაც არწმუნებდა მას, დაედო ემბარგო ნავთობის იმპორტისთვის საუდის არაბეთიდან, რუსეთიდან და OPEC-ის სხვა ქვეყნებიდან, „ვაჭრობის საკითხებში პრეზიდენტის უფლებების გაფართოების შესახებ კანონის“ 232-ე მუხლის შესაბამისად (Trade Expansion Act), რომელიც 1962 წელსაა მიღებული. „ჩვენ დაუყოვნებლივ უნდა მივანიშნოთ, რომ შეერთებულ შტატებს ვერ დააშინებენ, <...> ჩვენი გამოყენება შეუძლებელია“, — მისწერა კრამერმა პრეზიდენტს.

შეიძლებოდა სენატორის ეს წინადადება თვითშემოქმედებად აღქმულიყო, მაგრამ მისტერ კრამერი სულაც არ არის ჩვეულებრივი კანონმდებელი: ის დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის მრჩეველია ენერგეტიკული პოლიტიკის საკითხებში. ანუ ეს არის პრეზიდენტის ახლო წრის წარმომადგენელი, რომელიც მასთან ჯერ კიდევ მაშინ მუშაობდა, სანამ ტრამპი თეთრ სახლში დაფუძნდებოდა (რაც ძალიან სარისკო საქმე იყო).

უფრო მეტიც, კრამერი ცნობილია სწორედ როგორც ამერიკული ნავთობკომპანიების ინტერესების წარმომადგენელი. იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტმა უკვე მიიღო ზომები „მეფიქალეების“ გადასარჩენად, და აგრეთვე იმისა, რომ ბაზარზე ვითარების ნორმალიზების საკითხებზე მოლაპარაკებებში ამერიკელი პოლიტიკოსების ფართო სპექტრი ჩაერთო — სხვა რესპუბლიკელი სენატორებით დაწყებული და აშშ-ის ფინანსთა მინისტრ მნუჩინით დასრულებული (რომელმაც მოულოდნელად გადაწყვიტა, პირადად მოეთხრო ვაშინგტონში რუსეთის ელჩისთვის, რამდენად მნიშვნელოვანია აშშ-სთვის „ენერგეტიკული ბაზრების მოწესრიგება“) — ემბარგოს შემოღების სცენარი შესაძლებელია. 

მსოფლიო პანიკა ნავთობზე: ვინ და რატომ შექმნა იგი და რა იქნება ახლა

ამგვარი ზომების იდეა იმაში მდგომარეობს, რომ საუდის არაბეთისა და რუსეთის ნავთობის ექსპორტს (და ასევე OPEC-ის ქვეყნებიდან ექპორტს) არ მისცენ მეფიქალეების მოხრჩობის საშუალება პირდაპირ ამერიკულ ბაზარზე. თეორიულად სქემა შემდეგნაირად უნდა ამუშავდეს: წესდება ემბარგო, აშშ-ის შიგნით ნავთობის ფასები იზრდება, მეფიქალეები გამარჯვებას ზეიმობენ, აქციონერებს დივიდენდებს უხდიან, კრედიტორებს — ვალებს, და აუქმებენ თანამშრომლების მასობრივ გაშვებასა და გაკოტრებას. ეს თეორიულად. პრაქტიკაზე კი, თუ ეს სცენარი განხორციელდება, ბევრად რთული იქნება.

დავიწყოთ იქიდან, რომ აშშ-ში რუსეთის ნავთობის ექსპორტმა ზრდა ჯერ კიდევ მანამ დაიწყო, სანამ ერ-რიადის გადაწყვეტილების გამო ნავთობზე ფასები ჩამოიშლებოდა. ზრდის მიზეზი იყო (და არის) აშშ-ის სანქციები ირანისა და ვენესუელის წინააღმდეგ — ეს ორი ქვეყანა მოიპოვებს ნავთობის იმ მარკებს, რომლებიც ამერიკულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს მნიშვნელოვანწილად ესაჭიროებათ. შესაბამისად, სანქციების პირობებში ანალოგიური ნავთობის ყიდვა რუსეთში მოუწიათ, ვინაიდან ფიქალური მომპოვებლები ასეთ ნავთობს ვერ იძლევიან, ხოლო აშშ-ის გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურისთვის პროფილის შეცვლა დიდ დროს მოითხოვს და უაზრობაცაა.

რუსული ნავთობის მიწოდების ზრდა — ეს კონსპიროლოგია არაა, რაზეც უკვე ბევრი თვეა ჩივიან თავად ამერიკული მედიასაშუალებები, როგორიცაა Bloomberg-ი. 

რუსული ნავთობის ფასი ბარელზე 19 დოლარამდე დაეცა

როგორ გამოძვრებიან ამერიკელები ამ ვითარებიდან იმ შემთხვევაში, თუ ემბარგო რუსეთს, საუდის არაბეთსა და „ოპეკის“ სხვა ქვეყნებს შეეხება — წარმოუდგენელია.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა ისაა, რომ ემბარგო ამერიკულ ეკონომიკას ზარალს, დიდი ალბათობით, იმის ხარჯზე მიაყენებს, რომ ყველა ამერიკული კორპორაცია, რომლებსაც ენერგომოცულობითი და ნავთობქიმიური წარმოებები აშშ-ის გარეთ აქვთ, შეეეცდებიან წარმოებითი საქმიანობა იქ გადაიტანონ, სადაც ნავთობი უფრო იაფია და, შესაბამისად, შეამცირონ საქმიანობა ამერიკაში.

უფრო მეტიც, გამოვა, რომ ნავთობის ყველა ამერიკელი მომხმარებელი დაიწყებს ნავთობმომპოვებლების სუბსიდირებას, რაც პოლიტიკური თვალსაზრისით ძალიან სახიფათო მომენტი იქნება ამჟამინდელი პრეზიდენტისთვის.

ტრამპი კი პირდაპირ ახლა საუდის არაბეთის ირიბი ძარცვითაა დაკავებული: იმ დროს, როცა ერ-რიადი მსოფლიო ბაზარზე თავისი სტრატეგიული რეზერვების ლამის უფასო გაყიდვებითაა დაკავებული (Brent-ის მარკის ნავთობზე ათდოლარიანი დისკონტით ბარელზე), ტრამპი ლამის „კაპიკებად“ ავსებს ნავთობის ამერიკულ სტრატეგიულ მარაგებს დამატებითი 77 მლნ ბარელით. და სანამ ეს პროცესი არ დასრულდება, მას აშკარად არ დასჭირდება ფასების აწევა — სულ ცოტა, რამდენიმე კვირა. 

მოსაზრება: ნავთობი გაზის ფასს უკან არ მიიყოლებს

არსებობს კიდევ ორი მნიშვნელოვანი მიზეზი, რომელთა გამო ფიქალური დარგის მხარდასაჭერად რადიკალური ზომების მიღება ან შეუძლებელი აღმოჩნდება და ან უკიდურესად პრობლემატური. დემოკრატიული პარტია ძალიან ისურვებდა, რომ მეფიქალეები მასიურად გაკოტრებულიყვნენ. კონგრესს კი სწორედ ეს პარტია აკონტროლებს და შეუძლია „მძევლადაც აიყვანოს“ ზოგი კანონპროექტი და პრეზიდენტის გადაწყვეტილება, თუ ის რაიმე ექსტრაორდინალური მეთოდების გამოყენებას შეეცდება მოწყვლადი ფიქალური კომპანიების მხარდასაჭერად. როგორც ამერიკული პოლიტიკური გამოცემა The Hill-ი აღნიშნავს, „დემოკრატების სულ უფრო მეტი რაოდენობა შფოთავს იმის გამო, რომ თეთრმა სახლმა შესაძლოა ნავთობისა და გაზის სექტორის მეტი დახმარებისთვის იბრძოლოს ფასების ვარდნისა და კორონავირუსის პანდემიის ფონზე. ოცმა დემოკრატმა კონგრესმენმა წერილი გაუგზავნა პრეზიდენტ ტრამპს სამშაბათს და გააფრთხილა ის, თავი შეიკავოს იმ კომპანიებისთვის დამატებითი სახსრების დარიგებისგან, რომლებიც წიაღისეული საწვავის მოპოვებით არიან დაკავებული“.

მეფიქალეების გაკოტრებას ელოდებიან აშშ-ის ძველი და მსხვილი ნავთობკომპანიები, რომლებსაც არ სჭირდებათ წამგებიანი მოპოვება ვალების გადასახდელად და თავისი მენეჯმენტის ბონუსების გასამართლებლად, მოპოვებების გაზრდა, როგორც ეს დამოუკიდებელ ფიქალურ კომპანიებში ხდება.

უფრო მეტიც, ფიქალურმა რევოლუციამ როკფელერის იმპერიის ამ ნამსხვრევებს კოლოსალური ფინანსური ზარალი მიაყენა და იმისათვის, რომ ამაში დარწმუნდეთ, საკმარისია ძველი ამერიკული ნავთობკომპანიების აქციების ფასების გრძელვადიან გრაფიკებს გადახედოთ. სრულიად სარწმუნოა, რომ ისინი ძლიერ და წარმატებულ წინააღმდეგობას გაუწევენ დამოუკიდებელი მომპოვებლების გადარჩენის მცდელობას ემბარგოს ან სხვა ანალოგიური ზომების მეშვეობით.

ამერიკული ფიქალური სექტორის გადარჩენა მხოლოდ ამერიკულ დიპლომატიას შეუძლია — იმ შემთხვევაში, თუ ის რაღაც სასწაულით შეძლებს ერ-რიადის დარწმუნებას, შეწყვიტოს ფასების ომი.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს