COVID-19 - ბოლო ცნობები

ყაზახეთის მოქალაქეები თბილისიდან ალმათში სპეცრეისით გაფრინდებიან

სპეცრეისი თბილისი-ალმათი პარასკევს ავიაკომპანია Air Astana-ს თვითმფრინავით შესრულდება. საქართველოში ყაზახეთის საელჩო მგზავრების სიას ადგენს
Sputnik

თბილისი, 19 მარტი - Sputnik. საქართველოში მყოფი ყაზახეთის მოქალაქეები, რომლებმაც სამშობლოში მოხვედრა რეისების გაუქმების გამო ვერ შეძლეს, სპეცრეისით გაფრინდებიან, განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ ყაზახეთის კონსულმა საქართველოში ჟუმაბეკ ისკაკოვმა.

ეგვიპტიდან ქართველ სტუდენტებს სამშობლოში ჩამოიყვანენ >>

ასზე მეტი ყაზახეთის მოქალაქე ვერ გაფრინდა საქართველოდან მას შემდეგ, რაც უამრავი მიმართულებით ავიამიმოსვლა გაუქმდა. კორონავირუსის პანდემიის გამო ყაზახეთში 16 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ის 15 აპრილამდე იმოქმედებს. ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა შეზღუდულია.

ყაზახეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოდან მოქალაქეების გასაყვანად სპეცრეისი დაინიშნა. მას ავიაკომპანია Air Astana ხვალ, თბილისის დროით 15:20 საათზე განახორციელებს.

ყაზახეთის საელჩო საქართველოში აქტიურ კომუნიკაციაშია მოქალაქეებთან, ისინი ინფორმირებულნი არიან ყაზახეთის მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ.

„ეს რეისი მთავრობის ორგანიზებულია. Airbus 320 უკვე თბილისშია. თუ დიდი მოთხოვნა იქნება, დიდ თვითმფრინავს გამოვყოფთ. ბევრი საქმე გვაქვს. ყაზახეთის ყველა მოქალაქეს რეისზე ვწერთ“, - უამბეს „Sputnik-საქართველოს“ ავიაკომპანია Air Astana-ს პრესსამსახურში.

საქართველო საკუთარ მოქალაქეებს ევროპიდან ჩარტერული რეისებით ჩამოიყვანს

იმის შესახებ, რომ ყაზახეთის მოქალაქეები თბილისიდან გამგზავრებას ვერ ახერხებდნენ, სოციალურ ქსელში ოთხშაბათს ყაზახეთის მოქალაქემ ალექსეი კურაპოვმა დაწერა.

„პირდაპირ ახლა, დაახლოებით ორასი ადამიანი, ყაზახი, სამშობლოში, ალმათში დაბრუნებას ვერ ახერხებს. სხედან საქართველოში, თბილისში. ეს შემზარავია.

„აირ ასტანამ“ დაბრუნებაზე უარი უთხრა, რეისი გააუქმა და ფულის დაბრუნებას შეპირდა... ადამიანები ყაზახეთის საელჩოში გავარდნენ, ისინი სიაში ჩაწერეს და ამით მორჩა. ბედის ანაბარად მიატოვეს“, - დაწერა მან.

თუმცა, საკითხი მოგვარებულია. ხოლო ის ყაზახები, რომლებიც ვერ მიუსწრებენ პარასკევს თბილისი-ალმათის რეისზე, აქტაუში თვის ბოლოს გაფრინდებიან. როგორც „Sputnik-საქართველოს“ ყაზახეთის ავიაკომპანია Scat-ში უამბეს, საგანგებო მდგომარეობის გამო მათ გადაწყვიტეს დაეხმარონ ყაზახეთის მოქალაქეებს სამშობლოში დაბრუნებაში და დანიშნეს რეისები 27 მარტს - აქტაუ-თბილისი და 28 მარტს - თბილისი-აქტაუ.