თბილისი, 19 მარტი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი მიიჩნევს, რომ უეფამ იდეალური გადაწყვეტილება მიიღო უეფას ერთა ლიგის ნახევარფინალის ფარგლებში საქართველო–ბელარუსის მატჩის გადატანის შესახებ. ამის თაობაზე ლევან კობაშვილმა ონლაინ–კონფერენციაზე განაცხადა.
ევრო–2020–ისა და უეფას ერთა ლიგის ნახევარფინალების გადატანაზე გადაწყვეტილება უეფამ 17 მარტს სპეციალურ სხდომაზე მიიღო, რომელიც ვიდეოკონფერენციის რეჟიმში ჩატარდა.
„უეფაში ოპტიმალური გადაწყვეტილება მიიღეს... დღეის მოცემულობით, ივნისში ჩატარდება მატჩები. მაგრამ ამის შესახებ ლაპარაკი ჯერ ნაადრევია – ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები“, – განაცხადა კობიაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს ფედერაცია პირველი იყო, ვინც უეფას საქართველო–ბელარუსის მატჩის გადატანის თაობაზე მიმართა.
„ჩვენ ხაზი გავუსვით, რომ შეხვედრის მაყურებლის გარეშე ჩატარება – ეს გამოსავალი არ იყო. ასევე, ხაზი გავუსვით, რომ კარგია, როდესაც გულშემატკივრების ჯანმრთელობაზე ვზრუნავთ, თუმცა, რასაკვირველია, ფეხბრთელებზეც უნდა ვიზრუნოთ. მიხარია, რომ ეს ასეც მოხდა, მგონია, რომ იდეალური გადაწყვეტილება იყო ამ თამაშის გადადება“, – განაცხადა კობიაშვილმა.
სფფ: საქართველო–ბელარუსის მატჩზე დასასწრებ ბილეთებს გულშემატკივარი არ დაკარგავს>>
ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში 2021 წლის ზაფხულში, 11 ივნისიდან 11 ივლისამდე ჩატარდება, ხოლო უეფას ერთა ლიგის ნახევარფინალები, წინასწარი ინფორმაციით, ამა წლის ივნისში – ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.