ლევან დავითაშვილი: ცხრა სასურსათო პროდუქტზე ფასები არ გაიზრდება

მინისტრმა ისაუბრა იმ კონკრეტულ მექანიზმზე, რომელიც ხელისუფლებამ მსხვილ იმპორტიორებს იმისთვის შესთავაზა, რომ ძირითად სასურსათო პროდუქტებზე ფასების ზრდა არ მოხდეს.
Sputnik

თბილისი, 19 მარტი – Sputnik. სურსათზე ფასის ზრდისა და დეფიციტის არანაირი საფუძველი ქვეყანაში არ არსებობს, განაცხადა  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ბრიფინგზე.

სატვირთოების რიგი ლარსზე: თურნავა ქვეყანაში ბურღულეულის დეფიციტზე განმარტებას აკეთებს

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას ყოველდღიურ რეჟიმში მივაწოდოთ  განახლებული ინფორმაცია სურსათის მარაგებასთან და სასურსათო უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, ასევე იმ ღონისძიებებთან დაკავშირებითაც, რომლებიც დაევალა საგანგებო რეჟიმში ჩვენს სამინისტროს იმისთვის, რომ, ერთი მხრივ, არ იყოს შეფერხება მიწოდებაში და მეორე მხრივ, ფასები ადეკვატური და ხელმისაწვდომი იყოს მოსახლეობისთვის“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინსიტრმა ჩამოთვალა ის ცხრა ძირითადი სასურსათო პროდუქტი, რომლებზე ფასებს ხელისუფლება გააკონტროლებს.  ეს პროდუქტებია ბრინჯი, მაკარონი, მზესუმზირის ზეთი, ფქვილი შაქარი,  ხორბალი, რძის ფხვნილი, წიწიბურა და ლობიო.

საკოორდინაციო საბჭო: სასურსათო პროდუქტების დეფიციტის საფრთხე არ არსებობს>>

დავითაშვილის თქმით, ამ ცხრა ძირითად პროდუქტზე ფასების შესანარჩუნებლად მთავრობამ ძირითად იმპორტიორებს და  მსხვილ დისტრიბუტორებს სავალუტო რისკებისგან დაზღვევის მექანიზმი შესთავაზა.

„მათ კონკრეტულად  ფიქსირებულ საკურსო რეჟიმში შეგვიძლია გადავუზღვიოთ სავალუტო ფლუქტუაცია (გაცვლითი კურსის მერყეობა – რედ.).  ჩვენ კომპენსაციის სახით შეგვიძლია ავუნაზღაუროთ განსხვავება კონკრეტული გაცვლითი კურსიდან ამ მსხვილ მომწოდებლებს იმისთვის, რომ მათ კონკრეტული ფასი შეინარჩუნონ ამ მნიშვნელოვან პროდუქტებზე, რომლებზეც დამოკიდებულია ჩვენი მოსახლეობის ძირითადი ნაწილის სასურსათო მომარაგება“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის თქმით, მსხვილი მომწოდებლების გარდა, ძალიან მნიშვვნელოვანია ასევე, რომ  მიწოდების ჯაჭვის სხვადასხვა რგოლში მოხდეს ამ პროდუქტებზე ფასის გაკონტროლება, რათა  კონტრეტულმა ოპერატორმა არ მოახდინიოს ფასებით სპეკულირება. ამის მონიტორინგიც მოხდება, აღნიშნა დავითაშვილმა.

მთავრობა: ქვეყანაში სურსათის საკმარისზე მეტი მარაგია

რაც შეეხება მარაგებს, მინისტრის თქმით,  ქვეყანაში ძირითადი სასურსათო მარაგები არის.  რამდენიმე პროდუქტზე იყო კონკრეტული შეფერხება, რაც გამოწვეული იყო პანიკური ქცევით და  უამინდობით, თუმცა გზებზე გაწმენდის სამუშაოები მთელი დღის განმავლობაში უკვე მინდინარეობს, რათა ლარსიდან შემოვიდეს სახმელეთო გზით შემომავალი ტვირთები. ხოლო როგორც კი გამოსწორდება ამინდი, შავი ზღვის პორტებშიც ჩამოიცლება ის გემებიც, რომლებიც სურსათით არის დატვირთული.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 40 ადამიანს მიაღწია. აღნიშნული ფაქტის ფონზე მოსახლეობაში შიში გაჩნდა, რომ მაღაზიების დახლებიდან პროდუქტები გაქრება და ფასები გაიზრდება. მთავრობაში აცხადებენ, რომ ქვეყანაში სასურსათო პროდუქტების დეფიციტის შექმნის საფრთხე არ არსებობს.