მსოფლიო დღეს

COVID 19: სტენფორდელი პროფესორი საყოველთაო კარანტინს უფრო სახიფათოდ მიიჩნევს

პროფესორის აზრით, ადამიანებმა არ იციან, რამდენი ხნის განმავლობაში გააჩერებენ ხელისუფლებები კარანტში და რა ზიანს მიაყენებს ეს ეკონომიკასა თუ საზოგადოების ფსიქიკურ ჯანმრთელობას.
Sputnik

თბილისი, 19 მარტი — Sputnik. საყოველთაო კარანტინი მსოფლიოს მასშტაბით შესაძლოა უფორ სახიფათო აღმოჩნდეს პერსპექტივაში, ვიდრე კორონავირუს SARS-CoV-2–ის თავისუფლად გავრცელება, აცხადებს სტენფორდის უნივერსიტეტის მედიცინის პროფესორი ჯონ იოანიდისი. 

ნაპოვნია COVID-19-ის პრეპარატი: ბოლო კვლევა ჩინეთში – დასახელდა წამალი

პროფესორმა ამგვარ ნაბიჯებს ირაციონალური უწოდა.

იოანიდისი ამბობს, რომ კორონავირუსის გავრცელების შესაკავებლად ისეთი ხისტი ზომების შემოღება, როგორიც საყოველთაო კარანტინია და რომელიც უკვე მოქმედებს რამდენიმე ქვეყანაში, ჯანდაცვის სისტემის ხანგრძლივ გადატვირთვას იწვევს. და ეს მაშინ, როდესაც ვირუსის თავისუფალი გავრცელების შემთხვევაში, სამედიცინო დაწესებულებები მხოლოდ „მწვავე ფაზისას“, შედარებით მოკლე დროის განმავლობაშია გადატვირთული.  

პროფესორის აზრით, ადამიანებმა არ იციან, რამდენი ხნის განმავლობაში გააჩერებენ ხელისუფლებები კარანტში და რა ზიანს მიაყენებს ეს ეკონომიკასა თუ საზოგადოების ფსიქიკურ ჯანმრთელობას.

„პოლიტიკოსები ვერ ადგენენ, ეს შეზღუდვები საბოლოოდ უფრო მეტ სარგებელს მოიტანს თუ ზიანს“, — ამბობს ჯონ იოანიდისი.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეცპროექტის მონაცემებით, დღეისათვის მსოფლიოში COVID 19–ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 222 643 კაცს მიაღწია, რომელთაგან გარდაიცვალა 9 115 და განიკურნა 84 506 კაცი.