COVID-19 - ბოლო ცნობები

როგორ მკურნალობენ COVID-19-ს ლონდონელი ექიმები: ინფიცირებული მსახიობი პოსტს აქვეყნებს

ჯეიმს ბონდის ქალის როლის შემსრულებელი, COVID-19-ით ინფიცირებული და გამოჯანმრთელების გზაზე მყოფი მსახიობი სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს, თუ რა სახის მკურნალობა დაუნიშნეს ლონდონელმა ექიმებმა.
Sputnik

თბილისი, 18 მარტი — Sputnik. ექიმებმა არანაირი მკურნალობა არ დამინიშნეს, მხოლოდ „პარაცეტამოლის“ მიღება მირჩიეს მაღალი ტემპერატურის დროს, წერს დიდ ბრიტანეთში მცხოვრები, ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებული მსახიობი, ჯეიმს ბონდის ერთ–ერთი ქალის როლის შემსრულებელი, წარმოშობით უკრაინელი ოლგა კურილენკო საკუთარ Instagram–აკაუნტზე.

„თავს უკეთესად ვგრძნობ. სიცხემ დამიწია... რა დანიშნულება მომცეს ექიმებმა მკურნალობის სახით არანაირი! მითხრეს, რომ მივიღო პარაცეტამოლი მაღალი სიცხისა და ძლიერი ტკივილის დროს“, — წერს კურილენკო.   

ამასთან, როგორც მსახიობი აღნიშნავს, ის იღებს ვიტამინებს C, E, D, B5 და ასევე კურკუმინს.

კურილენკო ხაზს უსვამს, რომ ეს ვიტამინები COVID-19-ს არ კურნავს, ისინი მხოლოდ აძლიერებს იმუნიტეტს და ეხმარება მას დაავადებასთან გამკლავებაში. 

შუაღამიდან დილამდე: რა მოხდა მსოფლიოში COVID-19-ის პანდემიის გამო – 18-19 მარტი>>

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ახალი ტიპის კორონავირუსი COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოს მასშტაბით 218 815 კაცს მიაღწია, აქედან გარდაცვლილია 8 810 და განკურნებულია 84 114 ადამიანი.  

ინფიცირებულთა რაოდენობით პირველ პოზიციაზე კვლავ ჩინეთია (81 138 კაცი), სადაც ამ დროისთვის ეპიდემიის პიკი უკვე გადავლილია და დღე-ღამის განმავლობაში ახალი დასნებოვნების მცირე შემთხვევებიღა ფიქსირდება. სხვა ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებშიც ახალი ტიპის კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვმა ათასს გადააჭარბა, ასეთია: იტალია – 35 713, ირანი — 17 361, ესპანეთი — 14 769, გერმანია — 12 327, აშშ — 9 415, საფრანგეთი — 9 054, სამხრეთ კორეა — 8 565, შვეიცარია — 3 067, დიდი ბრიტანეთი — 2 644, ნიდერლანდები — 2 056, ავსტრია — 1 646, ნორვეგია — 1 591, ბელგია — 1 486, შვედეთი — 1 301, დანია — 1 015 ადამიანი.