ესპანეთში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მადრიდში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს კორონავირუსი დაუდგინდა.
Sputnik

თბილისი, 19 მარტი – Sputnik. საქართველოს მოქალაქე, რომელიც ესპანეთში იმყოფებოდა, გარდაიცვალა. ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა მთავრობის პრეს-სპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა.

საქართველოს მოქალაქეს, რომელიც მადრიდში ცხოვრობს, კორონავირუსი დაუდგინეს

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მადრიდში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს კორონავირუსი დაუდგინდა. მაშინ აღინიშნა, რომ ის ონკოლოგიური პაციენტი იყო.

ჩიქოვანის განცხადებით, მას ქრონიკული დაავადებები აწუხებდა. ის ასაკოვანი იყო.

19 მარტის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირებულია 40 ადამიანი. ერთი გამოჯანმრთელდა, კარანტინში იმყოფება 1344 ადამიანი, ხოლო სტაციონარში – 216.